ჯენარო გატუზო შესაძლოა ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს

AutoSharing Option
წარსულში "მილანის" ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი ჯენარო გატუზო შესაძლოა ყაზახეთის ნაკრების თავკაცი გახდეს.

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია გატუზოსთან ერთად ვლადიმირ ვაისის კანდიდატურასაც განიხილავს. ფედერაცია ორივე კანდიდატთან მართავს მოლაპარაკებას ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის გატუზო იტალიური "პიზას" მთავარი მწვრთნელია და მისი კონტრაქტი კლუბთან 2016 წლის მაისამდე მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ გატუზო გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილის გუნდს, ბერძნულ ოფი-ს წვრთნიდა.

მომზადებულია sports.kz-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული