დახვედრაც ასეთი უნდა! რობინ ვან პერსი სტამბოლში ჩავიდა

AutoSharing Option
რობინ ვან პერსის ტრანსფერი თურქულ "ფენერბაჰჩეში" გაოფიციალურდა. ჰოლანდიელი სტამბოლში ჩავიდა, სადაც მას დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ. "ფენერბაჰჩემ" რამდენიმედღიან მონაკვეთში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ორი ვარსკვლავი დაიმატა - ჯერ პორტუგალიელი ლუიშ ნანი, ახლა კი ჰოლანდიელი თავდამსხმელი.

ვან პერსის "წითელ ეშმაკებთან" ერთწლიანი კონტრაქტი რჩებოდა და გამომდინარე იქიდან, რომ ტრავმებმა, ლუი ვან გაალთან გაფუჭებულმა ურთიერთობამ და კონკურენციამ გეგმები აურია, თავადაც წასვლა გადაწყვიტა.

თუ რამდენი გადაიხადა თურქულმა გუნდმა, ჯერჯერობით უცნობია. ნანის ფასი 4,25 მილიონი გირვანქა გახლდათ და 31 წლის ვან პერსიც დაახლოებით ამ ფარგლებში დაჯდებოდა.

"ფანტასტიკურ და
ბრწყინვალე გუნდში გადმოვედი. ეს ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა თბილი დახვედრისთვის" - თქვა რობინმა.

ვან პერსი ინგლისში 2004 წელს აღმოჩნდა, როდესაც ლონდონის "არსენალმა" მის სანაცვლოდ "ფეიენოორდს" 2,75 მილიონი გირვანქა გადაუხადა. მოგვიანებით, ის "მეთოფეების" კაპიტანიც გახდა, ხოლო 2012 წელს "მანჩესტერმა" 24 მილიონ გირვანქად შეიძინა. სწორედ "წითელ ეშმაკებთან" ერთად მოიგო მან პრემიერლიგა.

ის ორჯერ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (ერთხელ "არსენალში", ერთხელაც "მანჩესტერში"). 2011/12 წლების სეზონის მერე რობინი ინგლისის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. "არსენალი" მან 132 გოლით დატოვა, "მანჩესტერი" 58-ით, ხოლო ჰოლანდიის ნაკრებში ვან პერსის აქტივში 49 ბურთია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული