სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო საგოლე გადაცემა ჯექსონ მარტინესისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიის პრიმერა ლიგაში, "პორტოსა" და ლისაბონის "სპორტინგს" (3:0) შორის შეხვედრაში, ძალიან ლამაზი ეპიზოდის მომსწრენი გავხდით.

პორტუელმა ჯექსონ მარტინესმა მოედნის ცენტრში ბურთი მკერდზე გაიჩერა, შემდეგ კი მიწაზე დაუშვებლად, მარჯვენა ფეხის ქუსლით ბრწყინვალე პასი მისცა და მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა კრისტიან ტელიო, რომელმაც თანაგუნდელს გარჯა არ დაუკარგა.

მარტინესის ეს მართლაც ფენომენალური პასი უკვე მონათლეს, როგორც სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო საგოლე პასად. 

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ტელიომ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული