სამუშაო ჯგუფმა ფიფას მუნდიალი 2022-ის ჩატარება ნოემბერ-დეკემბერში შესთავაზა

AutoSharing Option
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სამუშაო ჯგუფმა ფიფას მუნდიალის ჩატარება ნოემბერ-დეკემბერში შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი 2022 ყატარში უნდა გაიმართოს. მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების თარიღებთან დაკავშირებით მსჯელობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, რადგან ზაფხულში ყატარში აუტანელი სიცხეა, რამაც შესაძლოა ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე იმოქმედოს.

ტურნირის მარტიდან აპრილამდე ჩატარების იდეა, რომელსაც ევროპული ლიგების წარმომადგენლები უჭერდნენ მხარს, რამადანის დღესასწაულის გამო ჩავარდა.

გარდა ამისა, შეუძლებელია მუნდიალის იანვარ-თებერვალში ჩატარება, რადგან ამ დროს ზამთრის ოლიმპიური თამაშებია.

ტურნირის ჩატარების თარიღებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ფიფა ციურიხში 19-20 მარტს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული