მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
იაპონური საფეხბურთო კლუბის "იოკოჰამას" 47 წლის თავდამსხმელი კაზუიოში მიურა, რომელიც ოფიციალურადაა აღიარებული პლანეტის ყველაზე დიდი ასაკის მქონე მოქმედ ფეხბურთელად, ბუცების კედელზე ჩამოკიდებაზე ჯერაც არ ფიქრობს.

მიურა მომავალშიც გააგრძელებს იაპონიის მეორე დივიზიონში ასპარეზობას, ახალი კონტრაქტის ვადის ამოწურვისას კი ის 48 წლის იქნება.

ვეტერანმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 1986 წელს, "სანტოსთან" გააფორმა. რამდენიმე ბრაზილიური კლუბის გამოცვლის შემდეგ ის "ჯენოაში" გადავიდა და სერია A-ში მოთამაშე პირველი იაპონელი გახდა. ფეხბურთელი სამშობლოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც 2005 წელს "სიდნეიში" დამკვიდრება ვერ შეძლო.

ცნობისთვის, ყველაზე "ხანდაზმულ" პროფესიონალ
ფეხბურთელთა შორის რეკორდსმენი შოტლანდიელი ნილ მაკბეინია, რომელმაც "ნიუ-ბრაიტონის" მაისურით 51 წლის ასაკში ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოქროს ბიჭუნა ეს უნდა გამხდარიყო და არა სტერლინგი))))
გ.ა.
00:06 25-12-2014
0
სტენლი მეთიუზი 50 წლის იყო სტოკსიტი-ში რომ თამაშობდა.
R.S.
18:26 24-12-2014
0

სიახლეები პოპულარული