ერიტრეას ნაკრების 9 ფეხბურთელი და მწვრთნელი კენიაში გაუჩინარდნენ

AutoSharing Option
აღმოსავლეთისა და ცენტრალური აფრიკის ნაკრებებს შორის ყოველწლიური თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გამგზავრების შემდეგ ერიტრეას ნაკრების ფეხბურთელები კენიაში დაიკარგნენ.

ნაკრების 9 ფეხბურთელი და მწვრთნელი უკვალოდ გაქრნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა: 3 დეკემბერს ერიტრეას ნაკრების 17-მა ფეხბურთელმა უგანდის სასტუმრო დატოვა და აღარ დაბრუნებულა.

2010 წელს, იმავე თასის გათამაშების დროს, ტანზანიაში ერიტრეას ნაკრების 13 ფეხბურთელი დაიკარგა, რომლებიც შემდეგ აშშ-ში აღმოაჩინეს.

გაქცეული ფეხბურთელები იმ დროისთვის უკვე აშშ-ის სპეციალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ, რომლებიც დევნილებისთვის არის განკუთვნილი.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული