არიენ რობენი: საწყენია, რონალდო მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე რომ გაგიტანს [VIDEO]

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი არიენ რობენი ნირწამხდარი ჩანდა იმ გოლის გამო, რომელიც პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრაში, მატჩის მიწურულს გაუშვეს.

14 აგვისტოს გამართულ შეხვედრაში მასპინძელი პორტუგალიელები მარცხისგან კაპიტანმა, კრიშტიანო რონალდომ იხსნა (87-ე წუთი), იქამდე კი ჰოლანდიელები კევინ სტროოტმანის გოლით მე-17 წუთზე დაწინაურდნენ.

"ძალიან საწყენია, მთელი შეხვედრა მიგყავდეს ანგარიშით 1:0 და თამაშის დასრულებამდე ორ წუთით ადრე გამოგეპაროს ფეხბურთელი, რომე
ლიც საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდება.

მიუხედავად ამისა, მთლიანობაში შედეგით კმაყოფილი ვარ. ასეთ ნაკრებებთან დაპირისპირება ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა",
- თქვა რობენმა.

მომავალ შეხვედრას ჰოლანდიის
ნაკრები 6 სექტემბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014 და ამხანაგური მატჩები: ირლანდიური ხაფანგი მაესტროსთვის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული