Emirates Cup: უცნაური თასი ისევ "არსენალმა" მოიგო

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალმა" უცნაური სისტემის მქონე ტურნირი Emirates Cup ზედიზედ მეორედ, სულ კი მეხუთედ მოიგო.

ტურნირი, რომელიც 2007 წლიდან ტარდება, "არსენალის" სპონსორის სახელს ატარებს. ამ ტურნირზე 4 გუნდი თამაშობს - "არსენალი" და 3 მოწვეული გუნდი. წელს ოთხეული "სევილიამ", "ბენფიკამ" და "ლაიპციგმა" შეავსეს.

გუნდებმა 2-2 თამაში ჩაატარეს. "სევილიამ" ორივე მოიგო, "არსენალმა" და "ლაიპციგმა" - თითო, ხოლო "ბენფიკამ" ორივე წააგო. თითქოს, ჩემპიონი "სევილია" უნდა გამხდარიყო, მაგრამ ანდალუსიელებმა და ლონდონელებმა თანაბარი ქულები დააგროვეს და ურთიერთშეხვედრებში ჩამორჩენის მიუხედავად, პირველობა "არსენალს" ერგო.

საქმე ისაა, რომ ემირატების
თასზე ქულების დარიცხვის ტრადიციულისგან განსხვავებული სისტემაა. მოგებაზე 3, ხოლო ფრეზე 1 ქულის გარდა, გუნდებს თითო გოლზე ერთი ქულა ემატებათ. ვინაიდან "არსენალმა" 6 გოლი გაიტანა, ხოლო "სევილიამ" მხოლოდ 3, გუნდებმა, საბოლოოდ, თანაბარი ქულები დააგროვეს. ორივე მათგანს ბურთების სხვაობაში +2 ჰქონდა და აქ საქმეში კიდევ ერთი უცნაური პარამეტრი ჩაერთო - კარში ზუსტი დარტყმების რაოდენობა. ამ მხრივ, "არსენალს" უკეთესი შედეგი აღმოაჩნდა და "მეთოფეებმა" მე-9 გათამაშებიდან მე-5 მოიგეს.

ლაიპციგი-სევილია 0:1
არსენალი-ბენფიკა 5:2
ლაიპციგი-ბენფიკა 2:0
არსენალი-სევილია 1:2


1 არსენალი 2 1 0 1 6 4 +2 9
2 სევილია 2 2 0 0 3 1 +2 9
3 ლაიპციგი 2 1 0 1 2 1 +1 5
4 ბენფიკა 2 0 0 2 2 7 -5 2
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული