მასპინძელი ყატარი 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალს ყატარი მასპინძლობს. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელ ქვეყანას ფინალური ტურნირის საგზური ავტომატურად ერგება, ყატარის ნაკრებს უფლება მისცეს, საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა მიიღოს. ამის უფლება ქვეყანას აზიის საფეხბურთო კონფედერაციამ მისცა.

ეს წინასწარი ტურნირია. თუკი ყატარის ნაკრები 12 გუნდს შორის ვერ მოხვდება ის ბრძოლას აზიის თასის (2023 წლის) საკვალიფიკაციო მატჩებში მიიღებს, თუ დაძლევს პირველ ეტაპს, მაშინ მუნდიალის საკვალიფიკაციო ბრძოლას გააგრძელებს (ოღონდ, ამაზე ფიფას დასტური დასჭირდება).

ნებისმიერ შემთხვევაში, ყატარის ნაკრებს მუნდიალის საგზური გარანტირებულად რჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული