ოქროს ბურთი 2017: რას ამბობს კრიშტიანო კონკურენტებზე

AutoSharing Option
მაშინ, როცა მადრიდის "რეალი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ასპარეზობს ამერიკაში, კრიშტიანო რონალდო ზედმეტი დასვენების უფლებით სარგებლობს (რადგან კონფედერაციათა თასზე ითამაშა) და ჩინეთში იმყოფება. სწორედ იქ ჩაწერა პორტუგალიელი ვარსკვლავი ESPN -მა.

"რეალის" ფორვარდმა ამერიკულ გამოცემას განუცხადა, რომ 2017 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მას სამი კონკურენტი ეყოლება - ლიონელ მესი, ნეიმარი და რობერტ ლევანდოვსკი, თუმცა მეტოქედ მიიჩნევს გონსალო იგუაინსაც.

"როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ეს იქნება ბრძოლა ჩვენ შორის, თუმცა ლეო მესის გარდა, ოქროს ბურთისთვის იბრძოლებენ ნეიმარი და რობერტ ლევანდოვსკიც, ასევე შ
ესაძლოა, გონსალო იგუაინიც. ეს ბრძოლა ჯანსაღი და კონკურენტუნარიანია და ამიტომ მეც ძალიან მოტივირებული ვარ, რომ ყოველ წელს ვაჯობო ჩემს კონკურენტებს.

ყოველთვის სჯობს, საუკეთესოებს გაეჯიბრო, ეს გაძლევს უნიკალურ საშუალებას, მუდამ ფორმაში იყო. არასოდეს დაკარგავ კონცენტრაციას, რადგან ამ შემთხვევაში კონკურენტები გაგასწრებენ", - განაცხადა 32 წლის რონალდომ, რომელიც პრესტიჟული ტროფეის მოპოვების მთავარ პრეტენდენტად მოიაზრება, რადგან მან "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მესი და რონალდო კარიერას რომ დაასრულებენ,ოქროს ბურთი მბაპესი იქნება,თუ არ გათამამდა და ფულს არ გადაჰყვა.მბაპეს უეჭველად რეალი იყიდის.და თუ ბეილი ვერ ათამაშდა მბაპე აქ არის.ზიზუ გახდება ჩემი აზრით საუკეთესო მწვრთვნელი.
რონალდო-მესის დუელი შეიძლება 10-11 წლის შემდეგ მწვრთნელობაში გაგრძელდეს.ბოლოს ერთი კითხვა ადმინს და ყველას:მესი,რონალდო თუ ლევანდოვსკი?მე რონი მინდა რომ გახდეს ოქროს ბურთის მფლობელი
MISHO MISHO
15:19 26-07-2017
0
რონალდო კარგი ფეხბურთელია,მესი-გენიოსი,მაგრამ
რონალდო გახდება წელს.რადგან ტიტულები მოიგო რეალმა...
dima
01:46 26-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული