ცვლილებები აფრიკის ერთა თასზე - 24 გუნდი და ჩემპიონატი ზაფხულში

AutoSharing Option
აფრიკის ერთა თასის ფორმატში მნიშვნელოვანი ცვილელებია - იზრდება გუნდების რაოდენობა და იცვლება ტურნირის ჩატარების დრო.

მაროკოში დღეს გამართულ სიმპოზიუმზე, აფრიკული ფეხბურთის მმართველმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ ევროპის ჩემპიონატს მიბაძონ და კონტინენტის პირველობის მონაწილე გუნდების რაოდენობა 24-მდე გაზარდონ. ევრო 2016-ზე 24 გუნდის ასპარეზობა მათ დადებითად შეაფასეს. სიმპოზიუმის მონაწილე პირებმა უარი თქვან ევროპული გამოცდილება ტურნირის სიხშირის მხრივაც გაიზიარონ და გადაწყვიტეს, რომ აფრიკის ჩემპიონატი კვლავ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

ევროპული ფეხბურთის გულშემატკივართათვის მთავარი სიახლე ისაა, რომ აფრიკის ერთა თასი არა ზამთარში, როგორც ეს ადრე
ხდებოდა, არამედ ზაფხულში გაიმართება.

აქამდე, ევროპულ კლუბებს, იანვარსა და თებერვალში, აფრიკელი ფეხბურთელების გარეშე თამაში უწევდათ. რა თქმა უნდა, აფრიკელ საფეხბურთო ფუნქციონერებს ევროპული კლუბებისთვის სარგებლის მოტანაზე არ უმსჯელიათ, მაგრამ მათ ჩათვალეს, რომ ბებერ კონტინენტზე გაჩაღებული ჩემპიონატების გამო, აფრიკაში ფეხბურთელები დაღლილები ბრუნდებიან. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მათ გადაწყვიტეს, ჩემპიონატი ზაფხულში გადაიტანონ.

ეს ცვლილებები ძალაში შესული ჯერ არაა. ამას აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის თანხმობა ჭირდება. კომიტეტის სხდომა კი ხვალ გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული