გილერმო ოჩოამ ნომერი გვარის მიხედვით აარჩია

AutoSharing Option
ესპანური "გრანადადან" ბელგიურ "სტანდარდში" გადასულმა გილერმო ოჩოამ მეკარისთვის უჩვეულო ნომერი აირჩია.

32 წლის კარის დარაჯს ახალ გუნდში მეკარეებში ყველაზე პოპულარული პირველი ნომერიც დაკავებული დახვდა და მისი საყვარელი ცამეტიც.

თავისუფალ ნომრებს შორის ოჩოამ 8 აირჩია. საქმე ისაა, რომ ესპანურად, ocho რვას ნიშნავს და სწორედ ამიტომ შეაჩერა ფეხბურთელმა არჩევანი ამ ნომერზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული