UEFA-ს რეიტინგს სათავეში მადრიდული გუნდები ჩაუდგნენ

AutoSharing Option
UEFA-ს საკლუბო რეიტინგში ცვლილებებია. მადრიდის "ატლეტიკომ", რომელიც ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად წარმატებით გამოდის, მეოთხედან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. დიეგო სიმეონეს გუნდმა, რომელმაც გასული გათამაშების ნახევარფინალში ითამაშა, მიუნხენის "ბაიერნსა" და კატალონიის "ბარსელონას" გადაასწრო.

ლიდერი კვლავ "რეალია", რომელმაც ლიგა ზედიზედ 2-ჯერ მოიგო. "სამეფო კლუბმა" თავი 151.799 ქულას მოუყარა და თანაქალაქელ მდევარს 18 ქულით უსწრებს.

"რეალისა" და "ატლეტიკოს" შემდეგ ასევე ესპანური "ბარსელონა" მოდის, რომელიც, "რეალის" პირველი ადგილის არ იყოს, მე-3 პოზიციას დაეჩვია.

ათეულში ადგილი შეინარჩუნეს "ბაიერნმა", "იუვენტუსმა", "პარი სენ ჟერმენმა", "სევილიამ", "დორტმუნდმა" და
"ბენფიკამ". მათ "მანჩესტერ სიტი" დაემატა და "ჩელსი" გამოაკლდა.

ევროპული კლუბების რეიტინგში ქართული გუნდებიდან საუკეთესო შედეგი, 5.250 ქულა, თბილისის "დინამოს" აქვს, რომელიც 217-ე ადგილზეა. შემდეგი გორის "დილაა" - 3.750 ქულით 273-ე პოზიციაზე. შემდეგ მოდიან: საჩხერის "ჩიხურა" (3.000 ქულა, 318-ე ადგილი), ბათუმის "დინამო" (1.500 ქულა, 392-ე ადგილი), ქუთაისის "ტორპედო" (1.500 ქულა, 393-ე ადგილი), "ზესტაფონი" (1.500 ქულა, 397-ე ადგილი), "სამტრედია" (1.250 ქულა, 421-ე ადგილი), "ცხინვალი" (1.250 ქულა, 422-ე ადგილი), ბოლნისის "სიონი" (1.250 ქულა, 423-ე ადგილი).

UEFA-ს რეიტინგი კლუბების მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროტურნირებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით დგება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერე რა, ინგლისის პრემიერ ლიგა მაინც საუკეთესოა :)))))
ssss
19:34 12-07-2017
0

სიახლეები პოპულარული