რეკორდსმენი და ანტირეკორდსმენი ოჩოა ბელგიაში ითამაშებს

AutoSharing Option
31 წლის მექსიკელი მეკარე გილერმო ოჩოა, მოულოდნელად, ბელგიური "სტანდარდის" ფეხბურთელი გახდა.

ფეხბურთელს, რომელმაც "მალაგა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, "ლას პალმასი", "მარსელი" და "ნაპოლი" იწვევდნენ, თუმცა მან თავი ლიეჟის "სტანდარდში" ამოჰყო.

ოჩოა 2011-14 წლებში "აიაჩოში" თამაშობდა, სანამ ეს გუნდი საფრანგეთის ლიგა ერთიდან გავარდა. შემდეგ იყო "მალაგაში" წარუმატებელი გამოსვლა, გასულ სეზონში კი მექსიკელი რეკორდისა და ანტირეკორდის მფლობელი გახდა.

2016/17 წლების სეზონში, "მალაგამ" ოჩოა "გრანადაში" გაანათხოვრა. ანდალუსიელებმა 82 გოლი გაუშვეს, რაც პრიმერა დივიზიონის ისტორიული ანტირეკორდია. თავად ოჩოა სხვა მხრივაც გამოირჩა - მან 161
სეივი განახორციელა, რაც ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული