კონფედერაციათა თასი 2017: გერმანია ფინალში ჩილეს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
29 ივნისს კონფედერაციათა თასის მეორე ნახევარფინალური მატჩში სოჭში გაიმართა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია მექსიკას დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის დასაწყისში, ორწუთიან მონაკვეთში ლეონ გორეტცკამ მექსიკელთა კარში დუბლი გაახერხა, ჯერ ჰენრიხსის, შემდეგ კი ვერნერის პასებით.

მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე ტიმო ვერნერმა მესამე გოლი გაიტანა. 89-ე წუთზე მარკო ფაბიანმა შორეული დარტყმით ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ იქვე, შეცვლაზე გამოსულმა ამინ იუნესმა 3-გოლიანი უპირატესობა აღადგინა.

მაშ ასე, ფინალში ჩილეს ნაკრები გერმანიასს შეხვდება - ეს მატჩი 2 ივლისს 22 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ წინა
დღით, ჩილეს ნაკრებმა პენალტების სერიაში 3:0 მოუგო ევროპის ჩემპიონ პორტუგალიას, მას მერე, რაც ძირითადი და დამატებით დრო 0:0 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული