კონფედერაციათა თასი: რუსეთმა ტურნირი გამარჯვებით გახსნა

AutoSharing Option
17 ივნისს სანკტ პეტერბურგში კონფედერაციათა თასის A ჯგუფის მატჩი გაიმართა - რუსეთის ნაკრები ახალი ზელანდიის გუნდს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

პირველი გოლი 31-ე წუთზე გავიდა, ზელანდიელმა ბოქსოლმა საკუთარი კარი დალაშქრა. მეორე ტაიმში 69-ე წუთზე თავი ფიოდორ სმოლოვმა გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა გიორგი ჯიქიამ და ამიერიდან, საბოლოოდ გამოირიცხა იმის შანსი, რომ იგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

A ჯგუფის მეორე მატჩი კვირას გაიმართება, პორტუგალიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის.
ასევე დაგაინტერესებთ