ვიდეორეფერი შეცდა? - სკანდალი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე [VIDEO]

AutoSharing Option
ფიქრობთ, რომ ვიდეორეფერის შემოღების რევოლუციურმა გადაწყვეტილებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაგვავიწყოს ფეხბურთში მსაჯთა საორჭოფო გადაწყვეტილებები? კარგად დაფიქრდით, სანამ ამის მტკიცებას დაიწყებთ, რადგან სამხრეთკორეულ სუვონში კარგად გამოჩნდა, რომ ვიდეორეფერიც ცდება.

კორეაში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში იტალიასა და ზამბიას შორის, ვიდეორეფერიმ მსაჯის მცდარი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მცდარით შეცვალა! მატჩის 43-ე წუთისთვის ზამბია 1:0-ს იგებდა, ედვარდ ჩილუფია იტალიელთა საჯარიმოში შეიჭრა.

აფრიკელი "პალერმოს" მცველ ჯუზეპე პეცელას გასცდა, გასცდა მეკარესაც და... წაიქცა. პეცელასა და ზამბიელს შორის შესაძლოა, მცირე კონტრაქტი იყო კიდევაც, მაგრამ ჩილუფიამ ამის
მერე შვიდი ნაბიჯი გადადგა, მეკარეს გასცდა და მხოლოდ მერე დავარდა თეატრალურად. რეფერიმ პენალტის ნიშნულზე მიანიშნა, ხოლო ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ, რომელმაც ურჩია, პეცელა დამნაშავეაო - სასჯელს წითელი ბარათი დაამატა.

კონსულტაციები 2 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც მსაჯმა რამდენჯერმე შეცვალა გადაწყვეტილება. ბოლოს კი... ზამბიის სასარგებლოდ საჯარიმო დანიშნა და არა პენალტი, პეცელა კი გააძევა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბოლოოდ, ამ თამაშში სამართალმა პური მაინც ჭამა - 10-კაციანმა იტალიამ ორჯერ შეძლო ანგარიშის ამოქაჩვა, ბოლოს კი 3:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ის ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. ინგლისელებს დომინიკ სოლანკის გოლმა მოაგებინა მექსიკასთან მატჩში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ლაივში თუ არ გიყურებიათ ისე სურათიდან ვერ შეაფასებთ სწორად ჯარიმა იმიტო დანიშნა რო ზედ ხაზთან ვითომ დაარღვია მარა ტიპი ლარის ხაზღან წაიქცა რო ნახა რო არაფერი გამოდიოდა თან ისე სამსახიობოდ გააფორმა ამასს არა მარა ვიდეო რეფერს მილიონჯერ უყურა და ზამბიელი გაეფრთხილებინა კორპუსით მიაწვა ფეხებშიც კი არ ჩავარდნია
ნოდო
16:33 07-06-2017
0
დააკვირდით და ნახავთ როგორ ატყუებს მეკარეს, ფეხბურთელი მეკარისთვის მოტყუებაზე ფიქრობს ესეიგი წონასწორობა უკვე არდგენილი ქონდა მაგრამ ტიპი უკვე იმას ნანობდა თავიდანვე რომ არ წაიქცა და ამ ,,შეცდომის" გამოსასწორებლად ვითომ მეკარემ წააქცია (დააკვირდით ბოლო მომენტში მარჯვენა ფეხს როგორ ტოვებს, ვითომ მეკარემ გამოდო ხელი) ყვინთავს.
giorgi
14:37 07-06-2017
0

სიახლეები პოპულარული