გლაზგოს "სელტიკი": ბრენდან როჯერსი დაფაცურდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" დომინიკ სოლანკეს მომავალზე აქვს გადაწყვეტილება მისაღები. ეს ფეხბურთელი "ლურჯების" აღზრდილია, მაგრამ მხარეებმა ახალი კონტრაქტის პირობები ვერ შეათანხმეს.

ამავდროულად, გლაზგოს "სელტიკის" მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა უარყო მითქმა-მოთქმა, თითქოსდა 19 წლის თავდამსხმელის შოტლანდიაში გადაბარგება გადაწყვეტილია. ჩრდილოირლანდიელმა "სელტიკის" 19 წლის მცველზე, კირან ტირნიზეც ისაუბრა, რომელსაც ბევრ მსურველი ჰყავს. მათ შორის "ჩელსიცაა" და არიან "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც". თუმცა, როჯერსის თქმით, ტირნი რჩება.

ზოგადად, როჯერსს დიდი გეგმები აქვს. "სელტიკს" "მანჩესტერ სიტისგან" 20 წლის თავდამსხმელის, პატრიკ რობერტსის იჯარით აყვანა სურს და "ქალაქელებს" 500 ათას
ფუნტს გადაუხდის. ვნახოთ, დაუთმობს თუ არა "სიტი" ახალგაზრდა მოთამაშეს შოტლანდიის ჩემპიონს.

გარდა ამისა, როჯერსმა შესაძლოა, თავის ძველ მეგობარ ფაბიო ბორინის უხმოს. "სანდერლენდი" გავარდა და "შავ კატებს" ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, სავარაუდოდ, იტალიელიც. მოქმედი შეთანხმების თანახმად, კლუბის გავარდნის შემთხვევაში ბორინის სულ რაღაც 6 მილიონ ფუნტად შეუძლია წასვლა და 26 წლის შემტევი, ალბათ, ამ პუნქტს გამოიყენებს კიდეც.
რადგან "სანდერლენდზე" ჩამოვარდა სიტყვა, აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ლაითიდან", ალბათ, სებასტიან ლარსონიც წავა. 31 წლის შვედ ნახევარმცველს ფლორენციის "ფიორენტინა" ეპატიჟება.

ასევე ცნობილია, რომ როჯერსს ყოფილი გუნდიდან, "ლივერპულიდან" ბრაზილიელი ლუკას ლეივას დამატება სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული