ლიონელ მესის ირანელმა ორეულმა აურზაური გამოიწვია

AutoSharing Option
ირანელი რეზა პარასტეში პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. რა კავშირი აქვს ამას ფეხბურთთან? აქვს. მაშინ რატომ დააკავეს ეს ადამიანი? აი, ზუსტად ეს არის ყველაზე საინტერესო და მიზეზი მართლაც საოცარია - ის ზედმეტად ჰგავს ლიონელ მესის…

ირანელი მართლაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ლეოს და უკვე მიეჩვია, რომ ყურადღებას იქცევს. მეტიც, დუბლიორობა პროფესიადაც კი გაიხადა, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ მისმა გამოჩენამ ისეთი აურზაური გამოიწვია, რომ სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ, ჩარეულიყვნენ და 25 წლის რეზა პოლიციის ესკორტმა გაარიდა ეპიცენტრს. ეს ყველაფერი პარასტეშის მშობლიურ ქალაქ ჰამადენში
ხდება.

ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც რეზას მამამ სთხოვა, "ბარსელონას" მაისურა ჩაიცვიო და ისიც ასე პოზირებდა ფოტოსთვის. მერე რეზამ წვერის მოშვება და თმის მესისავით დაყენება დაიწყო და ახლა იგი არგენტინელს მართლაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.

პარასტეშთან უამრავი ადამიანი მიდის, ეხვევიან, მასთან სამახსოვრო ფოტოს იღებენ, ეხებიან, რწმუნებიან, რომ "ნამდვილია" და მოკლედ, ერთი აურზაურია. მას უკვე სხვადასხვა გადაცემაში იწვევენ, ინტერვიუებს ართმევენ და მეტიც, რამდენიმე კომპანიამ კონტრაქტიც გაუფორმა რეკლამებში მონაწილეობისთვის. რეზას ეს ყველაფერი მოსწონს და ამბობს, რომ ბურთით ვარჯიშიც კი დაიწყო, რომ კიდევ უფრო კარგად მოირგოს როლი.

"ხალხი მე ირანელ მესის მეძახის, ასე მხედავენ და სურთ, რომ უკვე მისი ყველა მიმიკა გადმოვიღო. როდესაც სადმე გავდივარ, ხალხი შოკში ვარდება. მიხარია, რომ სხვებს ვაბედნიერებ და ჩემი დანახვა ღიმილს იწვევს, ეს დიდ ენერგიას მაძლევს" - თქვა რეზამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
სპარსელებს მართლაც ულამაზესი ქალები ყავთ. მათ სილამაზეს ჩადრებიც ვერ ფარავს.
0
რა ეშხიანი გოგოებია და როგორ აჩმორებენ ამ ჩადრებში.D
sabonis
17:37 09-05-2017
0

სიახლეები პოპულარული