2016/17 წლების სეზონის ყველაზე მდიდარი ფეხბურთელები და მწვრთნელები

AutoSharing Option
პრესტიჟულმა გამოცემა "ფრანს ფუტბოლმა" 2016/17 წლების სეზონში, ამ დროისთვის ყველაზე შემოსავლიანი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების სია გამოამზეურა.

ხელფასის გარდა, გათვალისწინებულია ბონუსები და რეკლამებიდან მიღებული თანხაც. ფეხბურთელებს შორის კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ლიდერობას ინარჩუნებენ და მდევრებს საგრძნობლად უსწრებენ.

ხუთეულში გვხდება ევროპიდან გადახვეწილი ესეკიელ ლავეციც, არგენტინელი ჩინეთში კარგი შემოსავლისთვის წავიდა და, როგორც ხედავთ, მიიღო კიდევაც. მწვრთნელებს შორის პირველზე ჟოზე მოურინიოა.

პორტუგალიელს ცოტათი ჩამორჩება ასევე ჩინეთში გადაბარგებული იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი.

ფეხბურთელების ტოპ-5
1. კრიშტიანო რონალდო რეალი 87,5 მლნ. ევრო
2. ლიონელ მესი ბარსელონა 76,5
3. ნეიმარი ბარსელონა 55,5
4. გარეთ ბეილი უელსი 41
5. ესეკიელ ლავეცი ჰებეი 28,5

მწვრთნელების ტოპ-5
1. ჟოზე მოურინიო მანჩესტერი 28
2. მარჩელო ლიპი ჩინეთი 23
3. ლორან ბლანი უგუნდო, პსჟ 20
4. კარლო ანჩელოტი ბაიერნი 15,8
5. ხოსეპ გვარდიოლა სიტი 14,5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ბეილი უელსი და ლავესი ჰებეი :DD რა აღარ წაკითხავს კაცი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული