ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ტოპი...

AutoSharing Option
ჯიმი გრივზი 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონია, 77 წლის გრივზს კვირას ევროპის ტოპლიგებში გოლების რაოდენობით 31 წლის კრიშტიანო რონალდო დაეწია - ორივეს 366 გოლი აქვს გატანილი. გრივზს ინგლისსა და იტალიაში, რონალდოს - ინგლისსა და ესპანეთში...

პრემიერლიგა: მეექვსე ჰეთთრიკოსანი ვიკინგი
* "ლივერპულმა" 14 ქულა მოაგროვა იმ თამაშებში, რომლებსაც აგებდა, რაც "ტოტენჰემთან" ერთად საუკეთესო მაჩვენებელია სეზონში.

* "ლივერპულს" 16 გამარჯვება დაუგროვდა, იმდენი, რამდენიც მთლიანად შარშანდელ სეზონში.

* რაც იურგენ კლოპი "ლივერპულის" თავკაცია, გუნდმა პრემიერლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან - 21.

* ჟორჟინიო
ვეინალდუმმა პრემიერლიგის 16-ვე გოლი საშინაო მატჩებში გაიტანა - 5 "ლივერპულის" მაისურით და 11 "ნიუკასლის".

* ჯოშუა კინგი (ბორნმუთი) მეექვსე ნორვეგიელია, ვინც პრემიერლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა (ფიორტოფტი, ფლო, სოლსკიაერი, ივერსონი, კარეუ).

* გილფი სიგურდსონი (სუონსი) საგოლე პასებით ლიდერობს პრემიერლიგაში - 11.

* "ბორნმუთის" ფეხბურთელებს პრემიერლიგაში 2 ჰეთ თრიკი აქვთ შესრულებული და ორივე "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მატჩებში.

* რომელუ ლუკაკუს (ევერტონი) ერთ სეზონში არასოდეს გაუტანია 19 გოლი დღემდე.

* მორგან შნედერლენმა (ევერტონი) პრემიერლიგაში 511-დღიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი.

* "ბორნმუთის" გაცუდებულ პენალტსა და "ვესტ ჰემის" გოლებს შორის მხოლოდ 48 წამი გავიდა.

ასოციაციის თასი: პეპი და ნახევარფინალები
* "ტოტენჰემმა" 6-ბურთიანი სხვაობით თასზე 1973 წლის მერე პირველად მოიგო.

* "ტოტენჰემმა" თასის ნახევარფინალს ისტორიაში მერვედ უწია და გახდა მერვე კლუბი ინგლისში ვინც ეს შეძლო.

* ვინსენტ იანსენმა "ტოტენჰემის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა ღია თამაშიდან. ეს მისი 30-ე მატჩია "დეზების" რიგებში.

* დელე ალიმ (ტოტენჰემი) "უაით ჰარტ ლეინზე" პირველად გაიტანა ზედიზედ სამ მატჩში.

* კრისტიან ერიქსენმა (ტოტენჰემი) ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში 23 გოლში მიიღო მონაწილეობა (9 გოლი, 14 საგოლე პასი), ეს კი საუკეთესო მაჩვენებელია ნახევარმცველებს შორის.

* "არსენალმა" ბოლო 4 წელიწადში მესამედ გააღწია ნახევარფინალში.

* ალექსის სანჩესის (არსენალი) უშუალო მონაწილეობით ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) 35 გოლი გავიდა (21 გოლი და 14 საგოლე პასი).

* "არსენალმა" "ემირეიტსზე" მე-300 მატჩი ითამაშა და მე-200 გამარჯვება იზეიმა.

* ხოსეპ გვარდიოლა ყოველ სეზონში (სულ 8 სეზონი წვრთნის) გადის ქვეყნის თასის ნახევარფინალში.

ლა ლიგა: ალექს ბარსელონოლოგი
* ხოსე ხურადომ (ესპანიოლი) ლა ლიგაში ერთ მატჩში გოლს პლუს პასი 2010 წლის მერე პირველად შეასრულა.

* მაურისიო ლემოსმა (ლას პალმასი) 2017 წელს 4 გოლი გაიტანა, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგებში საუკეთესო მაჩვენებელია მცველისთვის.

* სერხიო აგუერომ (რეალი) ყველა შეჯიბრებაში სეზონში პირველად უწია ორნიშნა რიცხვს გოლებში - 10.

* ტონი კროოსის ანგარიშზე ყველაზე მეტი საგოლე პასია ამ სეზონში სტანდარტული მდგომარეობებიდან - 7.

* სერხიო რამოსმა ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) 8 გოლი გაიტანა თავით, რაც ყველაზე მეტია ესპანეთში.

* ევროპის ტოპ-5 ლიგებში არც ერთ მცველს არ აქვს მარსელოზე მეტი საგოლე პასი შესრულებული - 7.

* კრიშტიანო რონალდომ (რეალი) ლა ლიგაში უკვე 46 გოლი გაიტანა თავით. მოქმედ ფეხბურთელებში ის უკვე ყველას სჯობნის - არიც ადურისს 45 გოლი აქვს თავით გატანილი.

* კრიშტიანო რონალდომ ლა ლიგაში უკვე გაუტანა 30-დან 28 გუნდს ვისაც შეხვედრია "ბერნაბეუზე".

* კეილორ ნავასი (რეალი) ერთადერთი გოლკიპერია ამ სეზონში, ვინც საკუთარი კარი დალაშქრა ლა ლიგაში.

* ლუკა მოდრიჩმა "რეალის" მაისურა მე-200 მატჩში მოირგო.

* რობერტო სოლდადოს გოლებმა "ვილიარეალს" პირადად მოუტანეს 9 ქულა.

* "რეალმა" ზედიზედ 48-ე მატჩში გაიტანა გოლი. ეს არის საუკეთესო სერია ისტორიაში.

* "ბარსელონამ" პირველად წააგო თამაშში, რომელშიც ლუის სუარესმა გოლი გაიტანა.

* ალექს ბერგანტინიოსმა (დეპორტივო) ლა ლიგაში სულ 4 გოლი გაიტანა, საოცარია, მაგრამ სამი მან "ბარსელონას" კარში შეაგდო.

* ლუის სუარესმა ბოლო სამ მატჩში 10 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 4 საგოლე პასი).

* ინიაკი ვილიამსი (ბილბაო) ვისკაიაში დაბადებული პირველი ფეხბურთელია ვინც "ანოეტაზე" "რეალ სოსიედადს" გაუტანა 2004 წლის მერე.

* 2017 წელს ანტუან გრიზმანმა (ყველა შეჯიბრებაში) უკვე 12 გოლი გაიტანა. ლა ლიგის ფეხბურთელებში ეს მესამე შედეგია მესისა (16) და სუარესის (13) შემდეგ.

* მიჩელმა (მალაგა) ლა ლიგაში სამივე გუნდის მწვრთნელობა წაგებით დაიწყო.
* დიეგო გოდინი (ატლეტიკო) პირველი ურუგვაელია ვინც ლა ლიგაში 300 მატჩი ჩაატარა.

ბუნდესლიგა: მეკარეა თუ გამთამაშებელი
* "ლევერკუზენმა" ბოლო 13 პენალტიდან (აქ პენალტების სერიაც იგულისხმება) 9 ვერ გაიტანა!

* კლაუდიო პისარომ (ვერდერი) ბუნდესლიგაში მე-16 გოლი გაიტანა მას მერე, რაც მოედანზე შემოვიდა. მეტი გოლი სათადარიგოებს შორის მხოლოდ ალექსანდერ ციკლერს გაუტანია - 18.

* კლაუდიო პისარო მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელი გახდა ჩემპიონატის ისტორიაში, რომელსაც 200-200 მატჩი უთამაშია ბუნდესლიგის ორი გუნდის შემადგენლობაში.

* რალფ ფერმანს (შალკე) ბუნდესლიგაში 14 პენალტი დაურტყეს და მხოლოდ ნახევარი გაუტანეს.

* მეკარე რენე ადლერმა "ჰამბურგის" ბოლო სამ მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა.

* "კიოლნის" ყველა გოლი "ინგოლშტადტის" კარში (5) ანტონი მოდესტეს ანგარიშზეა.

* "ვოლფსბურგმა" ისტორიაში ყველაზე მეტი "ლაიპციგთან" მატჩში ირბინა - 122,6 კმ.

* მარვინ პლატენჰარდტმა (ჰერტა) ბუნდესლიგაში ყველა (7) გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (დორტმუნდი) ბოლო 4 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

სერია A: იკარდი ინტერის ისტორიაში
* 5-მატჩიანი მშრალი სერიის მერე, კარლოს ბაკამ (მილანი) ზედიზედ სამ ტურში გაიტანა გოლები (4).

* პაულო დიბალამ (იუვენტუსი) გოლი მაშინ გაიტანა, როცა 96 წუთი და 23 წამი იყო გასული. მიუხედავად ამისა, ამ სეზონში ამაზე გვიანი გოლიც გასულა.

* "იუვენტუსმა" ზედიზედ მე-6 მატჩი მოუგო ჩემპიონატში "მილანს" "იუვენტუს არენაზე".

* "იუვენტუსის" საშინაო მოგებათა სერია 31 ტურამდე გაგრძელდა.

* ედინ ჯეკო ტოპ-5 ლიგების მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ყველა შეჯიბრებაში 30 გოლი გაიტანა მესის, კავანისა და ლევანდოვსკის შემდეგ.

* "ნაპოლის" ამ ტურში 81%-ით ჰქონდა ბურთი, რაც 2004/05 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

* მაურო იკარდიმ "ინტერის" რიგებში ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიკი (26-ე წუთისთვის) შეასრულა ლორენცის (1947 წ) შემდეგ.

* "ატალანტამ" ერთ ტაიმში 5 გოლი ელიტაში პირველად გაუშვა.

* დომენიკო ბერარდიმ (სასუოლო) პირველად ვერ გაიტანა კარიერაში ზედიზედ 10 მატჩში.

Sportall.Ge


ლიგა 1: კორსიკული სისხლის ყივილი
* "მარსელმა" ლიგა 1-ის ორი მატჩი ზედიზედ 2017 წელს პირველად მოიგო.

* ივან სანტინის (კაენი) ანგარიშზე 5 თავური გოლია ამ სეზონში, ყველაზე მეტი ლიგა 1-ში.

* ედინსონ კავანიმ (პსჟ) ჩემპიონატში პირველი საგოლე პასი გააკეთა.

* მემფის დეპაიმ (ლიონი) გოლი 46 მეტრი დისტანციიდან გაიტანა.

* "სენტ ეტიენმა" ამ სეზონში უკვე მეშვიდე გოლი გაიტანა 90-ე წუთის შემდეგ.

* "გენგამმა" ლიგა 1-ში 5-გოლიანი სხვაობით პირველად მოიგო.

* "ბასტიამ" 2017 წელს უკვე 9 წითელი ბარათი მიიღო. ეს მაჩვენებელი არა თუ წელს, 2016 წლის ლიგა 1-ის მონაცემებშიც ყველაზე მეტია თუ... თავად "ბასტიას" არ ჩავთვლით, რომელმაც 2016 წელს 10 წითელი ბარათი მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული