The Sun: კრიშტიანო რონალდოს ტყუპებს სუროგატი დედა გაუჩენს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ახლო მომავალში ტყუპების მამა გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ფეხბურთელის ოჯახში მყოფ წყაროზე დაყრდნობით წერს.

32 წლის ფეხბურთელს ტყუპებს სუროგატი დედა გაუჩენს, რომელიც აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობს.

ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ როგორც რონალდომ თქვა, როცა ტყუპები გაჩნდებიან, მათ მადრიდში პორტუგალიელის აგარაკში გადაიყვანენ.

"კრიშტიანოს ერთი სული როდის შეხვდება ოჯახის ახალ წევრებს. ის ცდილობს საკუთრი პირადი ცხოვრება დამალოს, მაგრამ თქვა, რომ ტყუპები მალე გაჩნდებიან. დადგა დრო, მის ვაჟს ძმები ეყოლოს, ვისთანაც ერთად გაიზრდება",
- აღნიშნა წყარომ.

შეგახსენებთ, რომ რონალდოს უკვე ჰყავს 6 წლის ვაჟი, რომელიც ასევე სუროგატმა დედამ გააჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სჭირს ასეთი შვილებს ასეთი გზით რომ აჩენს, ავადმყოფია? ფეხბურთს ხომ ჯამრთელები თამაშობენ?
ლულუ
20:29 12-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული