ყველაზე ზარმაცი ვარსკვლავები მსოფლიოში - მოლაპარაკებაზე სიგარით, მინდვრიდან რიოს კარნავალზე...

AutoSharing Option
საფეხბურთო მწვერვალზე რომ ახვიდე, ამისთვის დიდი შრომაა საჭირო. გამონაკლისი ყველა წესს აქვს. მათ შორის, ამასაც. დღევანდელი ჩვენი წერილი ფეხბურთის ყველაზე ზარმაც ვარსკვლავებს ეხება.

ემანუელ ადებაიორი
ადებაიორს თავის სამუშაოსთან ძალიან აგდებული დამოკიდებულება აქვს. ამას არავინ მალავს. ნორვეგიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ბრედ ჰანგელანდმა ორი საინტერესო ისტორია გაიხსენა. ერთ-ერთი მატჩის მსვლელობის დროს ადებაიორი ოცნებობდა, რომ მსაჯს რაც შეიძლება მალე მიეცა საფინალო სასტვენი, რადგან მას ჭამა უნდოდა.

ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კი, მაშინ, როცა ადებაიორი ფინჯან ყავასა და ნამცხვარს შეექცეოდა, მისი პარტნიორები ოფლს ღვრიდნენ მინდორზე.
ახლა სხვა ისტორია: "ლიონის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებაზე ტოგოს ნაკრების ფორვარდი სიგარით მივიდა. ამასთან, ვისკი მოითხოვა.

ადრიანო
საკვირველია, როგორ ითამაშა დიდი ფეხბურთი ბრაზილიელმა, რომელსაც განსაკუთრებული მიდრეკილება ჰქონდა ზედმეტი წონისაკენ და საშინლად ეზარებოდა შრომა. ადრიანომ ოცდაათამდე გოლი გაიტანა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში. წარმატებით თამაშობდა "პარმასა" და "ინტერში". ის ხშირად აცდენდა ვარჯიშებს და სვამდა. როდესაც მიზეზს ეკითხებოდნენ, ის ამბობდა, რომ დეპრესიაში იყო.

Sportall.Ge

მარიო ბალოტელი
ის თამაშობდა დიდ გუნდებში. ის თამაშობდა დიდი მწვრთნელების ხელმძღვანელობით, თუმცა ვერავინ აიძულა მას, ბევრი კი არა, საერთოდ ეშრომა. საერთოდ, ეს სია ნამდვილი არარაობა იქნებოდა სუპერმარიოს გარეშე. როცა "მილანიდან" წავიდა, მას კლუბის ხელმძღვანელებმა სუსხიანი სიტყვები დაადევნეს.

"ის უნდა წავიდეს აუცილებლად, მას არ აქვს ჩვენს გუნდში დარჩენის უფლება. უბრალოდ მიუღებელია, როცა სხვები დარბიან, თავდამსხმელი კი დგას მინდორზე და უყურებს, როგორ შრომობენ სხვები".

ატემ ბენ არფა
თითქოს, ის მორჯულდა "ნიცაში", მაგრამ "პარი სენ-ჟერმენში" მივიდა და ახლა უნაი ემერის ნერვებზე თამაშობს. ესპანელი პირველი სულაც არ არის, ვისაც ბენ არფამ ვერაფრით გაუგო. ინგლისში თამაშის დროს ბენ არფა მუდმივად იყო კრიტიკის საფუძველი ზედმეტი წონისა და მინდორზე ინდეფერენტული ქცევის გამო. "ათი ნომრით მოთამაშე ფეხბურთელი მინდორზე არ უნდა გაინძრეს?" - ასეთი რიტორიკული კითხვა დასვა ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა, სტივ ბრიუსმა. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ბენ არფა შესანიშნავი იყო, მაგრამ მივიდა "სენ-ჟერმენში" და ისევ ძველებურად შეუბერა.

ანტონიო კასანო
იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი სკანდალური წარმომადგენელი. ის ახლაც უკლუბოდაა დარჩენილი. 2001 წელს "რომამ" 30 მილიონი ევრო გადაუხადა "ბარის" ნიჭიერი ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ. კასანომ თავიდანვე აურია "რომაში". როცა ფაბიო კაპელომ შეგირდს გახურება უბრძანა (მას სურდა, კასანო შეცვლაზე შეეშვა), ანტონიომ მწვრთნელს ასე უპასუხა:

"ექვსი წუთი მინდორზე? ეს არ ღირს იმისათვის, რომ მე გავხურდე". თითქმის არ ყოფილა ვარჯიში, რომ კასანოს თავისი ქედმაღლური ქცევით არ გაეღიზიანებინა პარტნიორები.

ნვანკვო კანუ
დიდებული ნიგერიელი თავდამსხმელი არასოდეს ყოფილა შრომისმოყვარეობის მაგალითი. ის შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით იყო დაჯილდოვებული და ჰქონდა ბრწყინვალე ტექნიკა, რაც მას ეხმარებოდა გოლების გატანაში. შრომისმოყვარეობა კი... ერთხელ სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ კანუმ მატჩის მსვლელობის დროს ნაკლები ირბინა, ვიდრე მეკარე დევიდ ჯეიმსმა.

"მას ისეთი მანერა აქვს, რომ 51 წლის ასაკშიც კი თავისუფლად ითამაშებს." - თქვს ავრაამ გრანტმა, ვინც კანუს "პორტსმუთში" წვრთნიდა. კანუმ ბუცები ლურსმანზე 36 წლის ასაკში ჩამოკიდა.

ლუკას პოდოლსკი
გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში პოდოლსკი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და "ბუნდესმანშაფტში" არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. ამის მიუხედავად, ის არასოდეს ითვლებოდა შრომისმოყვარე ფეხბურთელად. მას შემდეგ, რაც "პოლდი" "არსენალში" გადავიდა, გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ბერტი ფოგთსმა თქვა: "თამაშის დროს ის სამჯერ მაინც რომ ჩამოდიოდეს მცველების დასახმარებლად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორბენალი იქნებოდა."

ალვარო რეკობა
უნიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელი. მან 150-ზე მეტი გოლი გაიტანა იტალიისა და ურუგვაის ჩემპიონატებში, მაგრამ ის არასოდეს გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით. "ვიჩენცაში" თამაშის დროს პარტნიორებმა ჰკითხეს რეკობას, ერთხელ მაინც თუ მისულა ვარჯიშზე დროულად. ამასთან ერთად ვენეციელმა მეგობრებმა რეკობას საათი აჩუქეს.

"რეკობა ჩვენს კლუბს ჰგავს. ის ყოველთვის გაკვირვებს. კი, ზარმაცია, მაგრამ მინდორზე სასწაულების გაკეთება შეუძლია. ისეთი რამეების, რასაც სხვა ვერ შეძლებს." - თქვა "ინტერის" პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ.

ხუან რომან რიკელმე
არგენტინელი ვარსკვლავი იმდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო "ვილიარეალისათვის", რომ "ყვითელი წყალქვეშა ნავის ხელმძღვანელები რიკელმეს არაერთ გამოხტომას პატიობდნენ. მას შეეძლო, სულ პატარა მიზეზისათვის გაეცდინა ვარჯიში და დრო მეგობრებთან ერთად გაეტარებინა.

ლუი ვან გაალი ამბობდა, რომ რიკელმე საუკეთესოა ბურთთან ერთად, მაგრამ როცა გუნდი თავს იცავს, ის მინდორზე საერთოდ არ არსებობს. რიკელმემ მკაცრად უპასუხა ვან გაალს და ამის გამოც ვერ დამკვიდრდა ის "ბარსელონაში".

Sportall.Ge

რომარიო
დიდებული ბრაზილიელი ფეხბურთელი ძალიან ზარმაცი იყო. "მას შეუძლია მთელი საღამო იცეკვოს. მერე მთელი ღამე გაატაროს გოგონასთან ერთად და ასე ემზადება ის თამაშისათვის." - თქვა ბობი რობსონმა, ვინც რომარიოს "ეინდჰოვენში წვრთნიდა.

ერთხელ რომარიომ იოჰან კრუიფს სთხოვა, გაეშვა რამდენიმრ დღით ბრაზილიაში... რიოს კარნავალზე. კრუიფმა უთხრა მას, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებდა, თუ ორ გოლს შეაგდებდა მომდევნო შეხვედრაში. რომარიომ 20 წუთში დუბლი შეასრულა და მინდვრიდან გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
პირველი: ნვანკო კანუს, თუ გახსოვთ, გულის პრობლემები აწუხებს და ინფარქტიც კი აქვს გადატანილი.. ასე, რომ მაინცდამაინც სიკვდილს ნუ მოსთოვთ მოედანზე.. კაცმა გააკეთა ის, რაც შესძლო.. უკეთესი სხვამ გაკეთოს!!!
მეორე: რომარიო.. რომარიო .....

დალშე სხვებზე ვერ დავდებ თავს
გინდა ვენი, გინდა ვიდი, მარა ვიცი და..
02:04 20-02-2017
0
ქინქლაძე?
ბაჩო გ
01:34 20-02-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული