ტრანსფერ ONLINE: 26 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
11:56. "სანი" წერს, რომ "ჩელსი" მზადაა, "რეალს" დაუთმოს ტიბო კურტუა. ეს იმ შემთხვევაში, თუ ალვარო მორატას მიიღებს.

12:06. საბოლოოდ გადაწყდა, რომ "იუვენტუსის" ყოფილი მცველი პატრის ევრა კარიერას "მარსელში" გააგრძელებს. ის უფასოდ გადავიდა ფრანგულ კლუბში და 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

12:12. მილანის "ინტერი" ჭკუიდან გადავიდა. მას 130 მილიონ ევროდ "ატლეტიკოს" ფრანგი ლიდერის, ანტუან გრიზმანის შეძენა უნდა.

12:20. "სანდერლენდის" ფეხბურთელები, ბრაიან ოვიედო და დარენ გიბსონი "ევერტონს" სჭირდება. ამის თაობაზე "დეილი მეილი" წერს.

12:27. "ჰალმა" და "ვესტ ჰემმა" რობერტ სნოდგრასის ტრანსფერი შეათანხმეს.
გარიგების ღირებულება 12 მილიონი ევროა.

12:36. უკვე ვწერდით, რომ "ბენფიკას" ერთ-ერთი ლიდერი, გუედეში კარიერას "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელებს.

12:44. "სან სპორტი" წერს, რომ "მანჩესტერ სიტი" ხუთი წლით გაახანგრძლივებს კონტრაქტს პეპ გვარდიოლასთან.

12:48. "გრანადამ" ოფიციალურად წარადგინა ადრიან რამოსი. ფეხბურთელი ესპანეთში სეზონის ბოლომდე დარჩება.

12:54. გუედეში "სენ-ჟერმენში" მე-15 ნომრით ითამაშებს.

13:02. ფრანკ კესის ტრანსფერი "ატალანტადან" "ჩელსიში" ჩაშლის პირასაა. ლონდონელებს სატრანსფერო თანხა ეძვირებათ - 32 მილიონი ევრო.

13:19. "მიდლსბროს" მცველი ჯონი ბარნსი კარიერას "ბრისტოლში" გააგრძელებს.

13:29. ჯეიმი კარაგერს ჯერაც ეშინია, რომ "ლივერპული" ფილიპე კოუტინიოს დაკარგავს. მისი გადაბირება "რეალს" და "ბარსელონას" უნდათ.

13:41. ბრანისლავ ივანოვიჩი შესაძლოა, რუსეთში დაბრუნდეს. ამის თაობაზე "დეილი მეილი" წერს.

13:43. ირკვევა, რომ სერბის გადაბირება სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" უნდა.

13:50. მბაიე ნიანგი ალბათ, "უოტფორდში" ითამაშებს.

13:57. "ელ მერკუსიო" წერს, რომ "ჩელსი" ზაფხულში არტურო ვიდალს გაიფორმებს. 29 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ "არისტოკრატები" 66 მილიონ ევროს გადაუხდიან "ბაიერნს".

14:07. "სქაი სპორტის" ცნობით, "ჩელსი" წინადადებას უმზადებს "სელტიკის" მეკარეს, კრეიგ გორდონს.

14:09. "სელტიკის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გამოტყდა, რომ ეშინია მეკარის დაკარგვის.

14:24. "კალიარის" და "ბოლონიას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი დიეგო ლოპესი "პალერმოს" მორიგ დამრიგებლად მოიაზრება.

14:45. "კრისტალ პალასს" "ოლიმპიაკოსიდან" ლუკა მილივოევიჩის აყვანა სურს.

14:57. ხესე როდრიგესის შეძენით "მიდლსბრო" დაინტერესდა.

15:28. ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჩავი ერნანდესი ყატარში 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება.

15:49. "მიდლსბროს" მთავარმა მწვრთნელმა აიტორ კარანკამ დაადასტურა ინტერესი ხესეს მიმართ. მან თქვა, რომ კარგად იცნობს ფეხბურთელს და დაინტერესებულია მისი გადაბირებით.

16:15. "კიოლნმა" "დორტმუნდიდან" ნახევარი წლით ინათხოვრა ცენტრალური მცველი ნევენ სუბოტიჩი.

16:20. "პალერმომ" ოფიციალურად დანიშნა მთავარ მწვრთნელად დიეგო ლოპესი. კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

16:44. ნევენ სუბოტიჩი "დორტმუნდის" ფანებს დაემშვიდობა.

16:51. დანილო პერეირამ "პორტუსთან" გააგრძელა კონტრაქტი და უარით გაისტუმრა "არსენალი".

16:57. "დეილი სტარი" წერს, რომ ლიონელ მესიმ შეწყვიტა "სიტისთან" მოლაპარაკება "ბარსელონას" მიერ შეთავაზებული სუპერკონტრაქტის ხათრით.

17:01. "ინტერმა" "კალიარიში" გაანათხოვრა ახალგაზრდა ტალანტი სენა მიანგი.

17:12. შესაძლოა, ოდიონ იგალო ჩინურ "ჰებეიში" გადავიდეს. ის "უოტფორდში" სარატემ და ნიანგმა შეავიწროვეს.

17:15. "მარსელთან" კონტრაქტი ფაქსიმილეთი დაამშვენა პატრის ევრამ.

17:20. "სელტიკმა" უარი უთხრა "ჩელსის" მეკარის, კრეიგ გორდონის მიყიდვაზე.

17:32. იურგენ კლოპს სკაუტებმა კიდევ ერთი ტალანტი უპოვეს. ეს არის დურმისი "ბეტისიდან". ეს 23 წლის მარცხენა მცველია.

17:52. "სანდერლენდს" "სუონსიდან" მცველის, ნილ ტეილორის გადაბირება სურს. ტრანსფერის სავარაუდო ფასი 4 მილიონი ევროა.

18:00. "საუთჰემპტონი" ტრავმირებული ვირჯილ ვან დეიკის შემცვლელს ეძებს. სახელდება იაგიელკას, სახოს და ტასკის კანდიდატურები.

18:18. "ლესტერი" მზადაა, თავდამსხმელ ულოას შეელიოს, ოღონდ მაშინ, როცა მას შემცვლელს უპოვის. კლაუდიო რანიერიმ თქვა, რომ მოსწონს ულოას თამაში და უნდა, რომ ფეხბურთელს მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს.

18:27. რობერტო კარლოსმა თქვა, რომ გაბრიელ ჟეზუსი აუცილებლად გახდება "მანჩესტერ სიტის" წამყვანი ფეხბურთელი.

18:35. "საუთჰემპტონმა" 20,5 მილიონი ევრო გაუმზადა "ნაპოლის" მანოლო გაბიადინისათვის.

18:49. "ვესტ ბრომვიჩმა" "ჰალს" მიმართა თავდამსხმელის, აბელ ერნანდესის გადაბირების თაობაზე.

18:53. "ჯენოამ" "იუვენტუსის" მესამე მეკარე, რუბინიო გადაიბირა.

18:56. ალვარო მორატა შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს, 60 მილიონ ევროდ. ამის თაობაზე "ტელეგრაფი" წერს.

19:17. კლაუდიო რანიერიმ თქვა, რომ "ლესტერს" აუცილებლად სჭირდება "მიდლსბროს" ფორვარდი გასტონ რამირესი. ჩემპიონები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 14 მილიონი ევრო გადაიხადონ.

19:27. "ბორდომ" არგენტინული "ოლდ ბოისიდან" 20 წლის დანიელ მანჩინი გადაიბირა. გაფორმდა სამწლიანი კონტრაქტი,

19:54. "სქაი სპორტის" ცნობით, "საუთჰემპტონის" ყიდვა ერთ-ერთ მსხვილ ჩინურ კომპანიას სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული