FIFA-მ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდო დაასახელა

AutoSharing Option
დღეს, 9 იანვარს, ციურიხში ფიფას წლის ნომინანტთა გალა-დაჯილდოება გაიმართა, სადაც 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა.

მეოთხედ, წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამ მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო დაასახელა. მას ახალი პრიზი - The Best ("საუკეთესო") გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ ფიფასა და "ფრანს ფუტბოლის" 6-წლიანი თანამშრომლობა დასრულდა და ეს ორგანიზაციები ცალ-ცალკე აჯილდოებენ რჩეულებს. "ფრანს ფუბტოლმაც" წლის საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიელი დაასახელა.

რონალდომ მადრიდის "რეალთან" ერთად 2016 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატის თასს დაეუფლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული