კოპა ამერიკა. D ჯგუფი: არგენტინამ ჩილეს მესის გარეშეც მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
აშშ-ში მიმდინარე კოპა ამერიკის 2016 წლის გათამაშებაში პირველი ტურის ბოლო მატჩები D ჯგუფშიც გაიმართა. ჩვენი დროით 7 ივნისს, გამთენიისას, არგენტინის ნაკრებმა ჩილე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი ამავე ანგარიშით პანამის ნაკრებმა ბოლივიას სძლია.

სანტა-კლარაში, სტადიონ "ლევაისზე" გამართულ არგენტინა-ჩილეს შეხვედრაში ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 51-ე წუთზე კლაუდიო ბრავოს კარი, ევერ ბანეგას პასის შემდეგ ანხელ დი მარიამ დალაშქრა. 8 წუთის შემდეგ დი მარიამ და ბანეგამ როლები გაცვალეს და არგენტინა ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. ჩილეს ნაკრებმა მხოლოდ კომპენსირებულ დროში ხოსე ფუენსალიდას
(90+3) გოლით სხვაობის შემცირება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი არგენტინელთა უმთავრესმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ორლანდოში, "სიტრუს ბოულზე" გამართულ D ჯგუფის მეორე მატჩში პანამამ ბოლივიას ბლას პერესის დუბლით (მე-11, 87-ე წუთები) აჯობა. ბოლივიელთაგან ერთადერთი გოლით ხუან არსემ 54-ე წუთზე გაიტანა.

მეორე ტურში ერთმანეთს ჯგუფის ლიდერები, არგენტინა და პანამა დაუპირისპირდებიან, ჩილე კი - ბოლივიას. მატჩები 11 ივნისს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული