ემოციური კადრები - სუარესმა კიბოთი დაავადებულ ბიჭს სიურპრიზი მოუწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონას" ფორვარდმა ლუის სუარესმა კიბოთი დაავადებულ ახალგაზრდა ქომაგს სიურპრიზი მოუწყო.

სუარესმა ურუგვაელ გულშემატკივარს "სკაიპის" მეშვეობით დაურეკა.

მატეო Perez Scremini Foundation-ის ერთ-ერთი პაციენტია. ორი წლის წინ მან შეიტყო, რომ კიბოთია დაავადებული. რამდენიმე ხნით ადრე ის ურუგვაის კლინიკაში მივიდა, სადაც მატეოს უთხრეს, რომ მასთან დაკავშირება "სკაიპით" ერთ ესპანელ ექიმს სურდა.

ყველაზე მოულოდნელი კი ის იყო, რომ ექიმის ნაცვლად, ეკრანზე "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი გამოჩნდა. მან ახალგაზრდა ქომაგს მხარდაჭერა აღუთქვა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
საღოლ რამაგარი კაცი ყოფილა მართლა მაგრად გამიხარდა მისი საქციელი ისე რასაც მაგი აკეთებს მისი ქვეყნისთვის ბრავოო
dada
12:19 12-05-2015
0
ბრავო სუარესს!!! ამ ფეხბურთელის მიმართ დიდი სიმპატიებით არ ვიყავი განწყობილი, მაგრამ ამ საქციელის მერე ასმაგად ამაღლდა ის ჩემს თვალში. ეტყობა კარგი ადამიანია. სპორტსმენებო მიბაძეთ სუარესს,გააბედნიერეთ სხვა ადამიანები სხვადასხვა ფორმით..
georgiano
18:58 07-05-2015
0

სიახლეები პოპულარული