არგენტინა. ტორნეო ფინალი. III ტური: სტუდენტები კვლავ პირველზე არიან

AutoSharing Option
ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა "ესტუდიანტესმა" და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. მაურისიო პელეგრინოს შეგირდებმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი "ლანუსი" დაამარცხეს, არადა, 30-ე წუთიდან მოყოლებული, მასპინძლები მოედანზე კაცნაკლულნი იყვნენ.

შეხვედრის გმირი გვიდო კარილიო გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ "ლანუსს" "სტუდენტებთან" სტუმრად 2001 წლის შემდეგ არ მოუგია. საერთოდ, იქიდან მოყოლებული, გუნდებმა ერთმანეთში 29 შეხვედრა გამართეს, რომელთაგანაც 12 მატჩი "ესტუდიანტესმა" მოიგო, 13 კი ფრედ დასრულდა. "სიუდად ლა პლატაზე" ჩატარებული ბოლო 14 თამაშიდან კი მასპინძლებმა 9-ში იმარჯვეს, 5 შემთხევაში კი ფრე დაფიქსირდა.

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო
ჩემპიონმა "სან ლორენსომ", რომელმაც ლეანდრო რომანიოლის და მაურო მატოსის გოლებით "არგენტინოს ხუნიორსს" სძლია. წინა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა მატოსმა ახალ კლუბში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

კარგ ფორმაშია "ველესი" და მისი ერთ-ერთი ლიდერი მაურო სარატე. ხოსე ფლორესის შეგირდებმა "ოლ ბოისს" 3:0 მოუგეს, "ლაციოს" და "ინტერის" ყოფილმა ფორვარდმა კი, გოლის გარდა, თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა.

"რივერში" დაბრუნების შემდეგ პირველად იხეირა ფერნანდო კავენაგიმ, მაგრამ 10 კაცით დარჩენილმა "ლოს მილიონარიოსმა" მაინც წააგო. შეხვედრის ანტიგმირი ედერ ალვარეს ბალანტა გახდა, რომელმაც მეორე ტაიმში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი დააღალატა.

III ტური

ოლიმპო-არსენალი 0:2
გოლები: 0:1 ფურჩი (44), 0:2 კარერა (88)

ველესი-ოლ ბოისი 3:0
გოლები: 1:0 მ. სარატე (29), 2:0 ხ. კორეა (49), 3:0 რ. კასერესი (73)

რასინგი-ტიგრე 0:1
გოლი: 0:1 კანუტო (9)
გაძევება: ფ. ორტისი (90. რასინგი)

კილმესი-კოლონი 0:2
გოლები: 0:1 გრაციანი (21), 0:2 ლანდა (24)

არ. ხუნიორსი-სან ლორენსო 0:2
გოლები: 0:1 რომანიოლი (43), 0:2 მატოსი (78)

ესტუდიანტესი-ლანუსი 2:1
გოლები: 1:0 კარილიო (9), 1:1 ს. სილვა (45), 2:1 კარილიო (63-პენ)
გაძევება: ხ. სილვა (30. ესტუდიანტესი)

რივერი-გოდოი კრუსი 1:2
გოლები: 1:0 კავენაგი (10), 1:1 გრიმი (16), 1:2 ხ. როდრიგესი (90)
გაძევება: ე. ალვარეს ბალანტა (68. რივერ პლეიტი)

ბელგრანო-ნიუელსი
როსარიო-ხიმნასია გვ. დასრულდა
ატლ. რაფაელა-ბოკა გვ. დასრულდა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ესტუდიანტესი 3 3 0 0 4-1 9
2. ველესი 3 2 1 0 6-1 7
3. გოდოი კრუსი 3 2 0 1 5-3 6
4. სან ლორენსო 3 2 0 1 3-2 6
5. კოლონი 3 2 0 1 3-3 6
6. ტიგრე 3 1 2 0 1-0 5
7. ატლ. რაფაელა 2 1 1 0 4-1 4
8. ბელგრანო 2 1 1 0 5-4 4
9. როსარიო 2 1 1 0 2-1 4
10. რივერი 3 1 1 1 3-3 4
11. ოლიმპო 3 1 1 1 2-2 4
12. ხიმნასია LP 2 1 0 1 3-1 3
13. რასინგი 3 1 0 2 3-2 3
14. არსენალი 3 1 0 2 3-4 3
15. არ. ხუნიორსი 3 1 0 2 2-4 3
16. ბოკა 2 0 1 1 2-3 1
17. ნიუელსი 2 0 1 1 0-3 1
18. ლანუსი 3 0 1 2 3-7 1
19. ოლ ბოისი 3 0 1 2 1-5 1
20. კილმესი 3 0 0 3 0-5 0

ბომბარდირები: 3 - გვიდო კარილიო (ესტუდიანტესი), მაურო სარატე (ველეს სარსფილდი); 2 - ხორხე კორეა (ველეს სარსფილდი), გაბრიელ გრაციანი (კოლონი), დიეგო ვერა (ატლეტიკო რაფაელა), ლუსიანო ლოლო (ბელგრანო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული