ბრაზილია. სერია A. XXXVII ტური: გრანდები კატასტროფის პირას

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია. 37-ე სათამაშო დღემ მხოლოდ ის გამოავლინა, რომ ლიბერტადორესის თასზე ჩემპიონ "კრუზეიროსთან" ერთად "გრემიო" ითამაშებს, "ნაუტიკოსთან" ერთად კი "პონტე პრეტა" გავარდება...

ქვედა დივიზიონში დაქვეითების მთავარი კანდიდატები კი 4-გზის ჩემპიონები, "ფლუმინენსე" და "ვასკო და გამა" არიან. მართალია, "ვასკომ" ამ ტურში იმარჯვა და 44 ქულა მოაგროვა, მაგრამ ბოლო მატჩს გუნდი სტუმრად "ატლეტიკო პარანაენსესთან" ატარებს, რომელსაც გამარჯვება ასევე ჰაერივით ესაჭიროება, რადგან ლიბერტადორესის თასის საგზურისთვის იბრძვის.

რიო დე ჟანეიროს მეორე გრანდმა კი ყველაფერი საკუთარ თავს
უნდა დააბრალოს - ქვეყნის 2012 წლის ჩემპიონი "ატლეტიკო მინეიროს" დაუზავდა (2:2) და უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა.

შარშან სერია A-დან თასის მფლობელი ("პალმეირასი") გავარდა, რომელიც 8-გზის ჩემპიონია, წელს კი დიდი შანსია უმაღლეს ლიგას შარშანდელი ჩემპიონი გამოემშვიდობოს. ბოლო ტურში "ფლუ" უმოტივაციო "ბაიას" ხვდება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება, თუ თვითონ მოიგებს, ხოლო "ვასკო" და "კორიტიბა" ვერ იმარჯვებენ. ეს უკანასკნელი "სან პაულოს" ეთამაშება, რომელსაც სათავეში "ფლუმინენსეს" ყოფილი თავკაცი, ლეგენდარული მურისი რამალიო უდგას.

სწორედ "სან პაულო" დაამარცხა ამ ტურში "კრისიუმამ", რომელმაც ბოლო 5 თამაშში 13 ქულა მოაგროვა და გადასარჩენად ქულაც ჰყოფნის. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში, თანაბარი ქულების მოგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ გუნდს, რომელიც უფრო მეტ შეხვედრას მოიგებს და მხოლოდ ამის შემდეგ ითვლება ბურთების სხვაობა.

დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი ცხრილის ზედა ნაწილშიც, სადაც ლიბერტადორესის თასის ორი საგზურია გასათამაშებელი. ამ მომენტისთვის საუკეთესო პოზიციაში "ატლეტიკო" და "გოიასი" არიან, თანაც, უკანასკნელ ტურში ორივე შინ თამაშობს ("ატლეტიკო" "ვასკოს" ხვდება, "გოიასი" "სანტოსს"). მათ გარდა, მესამე-მეოთხე ადგილების დაკავების შანსი "ბოტაფოგოს" და "ვიტორიასაც" აქვთ.

ისე, საინტერესოა, რომ "ფოგოს" გარდა, დარჩენილი სამი გუნდი სერია A-ს დებიუტანტია. აი, ასე: ლიგიდან ჩემპიონი ვარდება, დებიუტანტები კი ლიბერტადორესის თასზე ითამაშებენ. ასეთი რამ მხოლოდ ბრაზილიაში თუ მოხდება...

XXXVII ტური

ფლუმინენსე-ატლ. მინეირო 2:2
გოლები: 0:1 დიეგო ტარდელი (22), 1:1 გუმი (37), 2:1 ბირო ბირო (54), 2:2 ალეკსანდრო (83)

კორინთიანსი-ინტერნასიონ. 0:0
გაძევება: ვილიანსი (54. ინტერნასიონალი)

ვასკო-ნაუტიკო 2:0
გოლები: 1:0 ედმილსონი (5), 2:0 ბერნარდო (87)

ვიტორია-ფლამენგო 4:2
გოლები: 1:0 დინეი (44), 1:1 უოლასი (45), 2:1 ბიანკუჩი (47), 2:2 ერნანი (60), 3:2 დინეი (62), 4:2 მარკინიოსი (80).
გაძევება: უოლასი (89. ფლამენგო)

პონტე პრეტა-პორტუგეზა 0:2
გოლები: 0:1 ენრიკე (16), 0:2 ვანდერსონი (65)

კრისიუმა-სან პაულო 1:0
გოლი: 1:0 ველინგტონ პაულისტა (2-პენ)

კრუზეირო-ბაია 1:2
გოლები: 0:1 მარკინიოს გაბრიელი (15), 1:1 ვინისიუს არაუჟო (85), 1:2 ტალისკა (90)

კორიტიბა-ბოტაფოგო 2:1
გოლები: 1:0 დეივიდი (39), 2:0 ალექსი (68), 2:1 ბრუნო მენდეში (84)

გრემიო-გოიასი 1:0
გოლი: 1:0 ბარკოსი (17)

სანტოსი-ატლ. პარანაენსე 2:1
გოლები: 0:1 მარსელო (28), 1:1 სისერო (34), 2:1 სისერო (77)

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. კრუზეირო 37 23 6 8 76-36 75
2. გრემიო 37 18 10 9 42-35 64
3. ატლ. პარანაენსე 37 17 10 10 60-48 61
4. გოიასი 37 16 11 10 48-41 59
5. ბოტაფოგო 37 16 10 11 52-41 58
6. ვიტორია 37 16 10 11 57-51 58
7. ატლ. მინეირო 37 15 11 11 47-36 56
8. სანტოსი 37 14 12 11 48-38 54
9. სან პაულო 37 14 8 15 39-39 50
10. კორინთიანსი 37 11 17 9 27-21 50
11. ფლამენგო 37 12 12 13 42-45 48
12. ბაია 37 12 12 13 36-43 48
13. პორტუგეზა 37 12 11 14 50-46 47
14. ინტერნასიონ. 37 11 14 12 51-52 47
15. კრისიუმა 37 13 7 17 49-60 46
16. კორიტიბა 37 11 12 14 41-45 45
17. ვასკო 37 11 11 15 49-56 44
18. ფლუმინენსე 37 11 10 16 41-46 43
19. პონტე პრეტა 37 9 9 19 37-55 36
20. ნაუტიკო 37 4 5 28 21-79 17

ბომბარდირები: 18 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 16 - დინეი (ვიტორია); 15 - ფერნანდაო (ბაია), ერნანი (ფლამენგო); 14 - ჟილბერტო (პორტუგეზა), ვილიამი (პონტე პრეტა), სისერო (სანტოსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XXXVI ტური: "ვასკო და გამა" ბოლომდე იბრძვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული