ლიბერტადორესის თასი: პირველად 1961 წლის შემდეგ

AutoSharing Option
ლიბერტადორესის თასზე პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა, თუმცა მისი ვინაობა ისედაც ცნობილი იყო.

პირველი მატჩის დამაჯერებლად მოგების შემდეგ გასაგები გახდა, რომ "სანტა ფე" მეტოქეზე გაცილებით ძლიერი იყო და ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. საპასუხო შეხვედრა მხოლოდ ფორმალობა იყო, მაგრამ ამ ფორმალურ მატჩშიც კი ერთი ისეთი ეპიზოდი ვიხილეთ, რომლის გამოც ამ შეხვედრის გამართვა ნამდვილად ღირდა.

მე-7 წუთზე მასპინძელთა 25 წლის ფორვარდმა ჯეფერსონ კუერომ ბურთი მოედნის ცენტრთან ახლოს, მარჯვენა ფლანგზე მიიღო, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კარში დაარტყა. დარტყმა იმდენად ძლიერი და ზუსტი გამოდგა, რომ
დიეგო კარანსამ
ვერაფერი გააწყო და ბურთი ხარიხის გავლით კარში აღმოჩნდა. გოლი მართლაც არანორმალური სილამაზის იყო და მისი ბოლომდე აღწერა შეუძლებელია.

მეორე ტაიმში "რეალ გარსილასოს" სანტილიანი გაუძევეს, მანამდე კი "სანტე ფემ" მეორე გოლის გატანაც მოასწრო. საბოლოოდ - 2:0, ორი მატჩის ჯამში - 5:1 და კოლუმბიური კლუბი 2013 წლის კოპა ლიბერტადორესის პირველი ნახევარფინალისტი გახდა. ამ ტურნირზე ასე შორს "სანტა ფე" ბოლოს 1961 წელს, თავისთვის სადებიუტი სეზონში გავიდა.

ლიბერტადორესის თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი

სანტა ფე-რეალ გარსილასო 2:0 (3:1)
გოლები: 1:0 კუერო (7), 2:0 ჯ. ვალენსია (66).
სანტა ფე (4-3-1-2): კ. ვარგასი - ანჩიკო, კ. ვალდესი (78. ხ. სენტურიონი), მესა, მ. გარსია - დ. ტორესი (64. ე. მოლინა), ბედოია, ჯ. ვალენსია - ო. პერესი (83. უ. აკოსტა) - ვ. მედინა, კუერო.
რეალ გარსილასო (4-4-2): კარანსა - ჯ. ერერა, ბოგადო, ლოხასი, სანტილიანი - ო. გამარა (46. კ. ვილდოსო), რეტამოსო, კამარინო, ფ. რამოსი (83. ს. ორტისი) - მონტესი (73. რამუა), ვ. ფერეირა.
გაძევება: სანტილიანი (74. რეალ გარსილასო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: დერბი გოლების გარეშე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული