ლიგა 1. XVIII ტური. სიამ ბენ-იუსეფიმ "კანს" ქულა მოუტანა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-18 ტური გუშინ, 11 დეკემბერს, "რენისა" და "კანის" დაპირისპირებით გაიხსნა.

შეხვედრა ფრედ დასრულდა - 1:1.

62-ე წუთზე მასპინძელი "რენი" ხუან კინტერომ დააწინაურა, მაგრამ სტუმრებმა 79-ე წუთზე სიამ ბენ-იუსეფის ზუსტი დარტყმის მეშვეობით მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

შედეგად, "რენის" 24 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა, "კანი" - 30 ქულით მე-3.

ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება.

12 დეკემბერი
რეიმსი-ნიცა 19:00
ტრუა-ბასტია 23:00
ნანტი-ტულუზი 23:00
ლილი-ლორიანი 23:00
მონპელიე-გენგამი 23:00

13 დეკემბერი

მონაკო-სტ. ეტიენი 17:00
ანჟერი-ბორდო 20:00
მარსელი-გაზ. აიაჩო 20:00
პსჟ-ლიონი 00:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული