ჩავიმ შესაძლოა მომდევნო სეზონში პსჟ-ში ითამაშოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავიმ შესაძლოა მომდევნო სეზონი არა ყატარულ კლუბში, არამედ პსჟ-ში გაატაროს.

გასულ კვირას 35 წლის ესპანელმა "ბარსელონადან" წასვლისა და ყატარის "ალ სადში" კარიერის გაგრძელების შესახებ განაცხადა.

Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ-ის ხელმძღვანელობა ჩავის იჯარით აყვანას გეგმავს, როგორც ეს "მანჩესტერ სიტიმ" გააკეთა, როცა "ნიუ იორკ სიტისგან" იჯარით ფრენკ ლემპარდი აიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ყატარული კლუბის პრეზიდენტი პსჟ-ის ფაქტობრივი მფლობელის ძმა არის. გამომდინარე აქედან, მომდევნო სეზონში ჩავის გადასვლა ფრანგული გუნდის რიგებში საკმაოდ რეალური ვარიანტი ჩანს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული