სიდიბე დარჩა

AutoSharing Option
"მონაკოს" მცველი ჯიბრილ სიდიბე კლუბში 2022 წლამდე დარჩება.

24 წლის მცველით, რომელიც უკვე საფრანგეთის ნაკრებშიც ხვდება, კლუბში ყველა კმაყოფილია.

სიდიბე გასულ ზაფხულს გადავიდა "ლილიდან" "მონაკოში". მან ყველა შეჯიბრებაში 47 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა.

"ეს მისთვის ჯილდოა, საოცარი თამაშისა და ადამიანური თვისებებისთვის", - განაცხადა "მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტმა, ვადიმ ვასილიევმა.

სიდიბემ რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის, "ბარსელონასიც", მაგრამ მან საფრანგეთის ჩემპიონ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული