მბაპე პსჟ-ში? - საიდუმლო აუდიენცია პარიზში

AutoSharing Option
"ეკიპმა" კვლავ გაააქტიურა ამბავი სავარაუდო ტრანსფერის შესახებ - ფრანგული გამოცემა ამტკიცებს, რომ "მონაკოს" 18 წლის ფორვარდი კილიან მბაპე ამ ზაფხულს თუ სადმე გადავა, ეს კლუბი "პარი სენ-ჟერმენი" იქნება. "ეკიპმა" პირველად 4 ივლისს გამოაქვეყნა ინფორმაცია მბაპეს შესაძლო პარიზული ოდისეის შესახებ და აი, გაგრძელება.

"ეკიპი" ამტკიცებს, რომ პარიზში შედგა შეხვედრა "მონაკოს" ფორვარდის წარმომადგენლებისა და პსჟ-ის ბოსების მონაწილეობით მბაპეს სავარაუდო ტრანსფერზე. მბაპეს წარმომადგენლებს პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი და სპორტული დირექტორი ანტერო ენრიკე გაუმასპინძლდნენ.

4 ივლისის შეხვედრაზე კი მონაწილეობდა პსჟ-ის თავკაცი უნაი ემერი, რომელმაც
კილიანის მამას, უილფრიდ მბაპეს პსჟ-ის სპორტული გეგმის შესახებ მოუყვა და ამ გეგმაში მისი ვაჟის როლზეც ესაუბრა. ემერი შეეცადა, დაერწმუნებინა კილიანის მამა, რომ მბაპე ამ პროექტის ცენტრში იქნება. 11 ივლისის შეხვედრაზე კი საუბარი ძირითადად, ფინანსურ საკითხებზე გაიმართა.

ჯერჯერობით კი მბაპე "მონაკოსთან" ერთად ემზადება ახალი სეზონისთვის. "მონაკოს" დირექტორი აცხადებს, რომ მბაპე ამ ზაფხულს არ გადავა არც "რეალში", არც "არსენალში", არც პსჟ-ში და არც სხვაგან. "სანი" ამტკიცებს, რომ "მონაკო" მბაპეს ხელფასს 12-ჯერ გაუზრდის იმისთვის, რომ მან წასვლაზე აღარ იფიქროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული