მარკო ვერატიმ პსჟ-ს ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველს, მარკო ვერატის ბოდიშის მოხდა მოუწია მისი აგენტის, დონატო დი კამპლის სიტყვების გამო. აგენტმა თქვა, რომ ვერატი "სენ ჟერმენის" არაბი მეპატრონეების ტყვეა.

მან ისიც დაამატა, რომ ფეხბურთელი მოხიბლულია "ბარსელონას" ინტერესით.

"ეს რამდენიმე დღე ჩემთვის ძალიან რთული იყო. მე ვნახე ჩემი აგენტის სიტყვები და უნდა ვთქვა პირდაპირ, რომ მათ საერთოდ არ ვიზიარებ. მინდა ბოდიში მოვუხადო "სენ-ჟერმენის" ყველა წევრს, კლუბის პრეზიდენტს, ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს... ვიცი, რომ კლუბი მენდობა და აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. აგენტს საერთოდ არ ვეთანხმები.
მან დიდი შეცდომა დაუშვა. ვიმედოვნებ, ასეთი რამ აღარ განმეორდება.

პირობას ვდებ, რომ როგორც ადრე, მომავალშიც 100 პროცენტით დავიხარჯები ჩემი ამჟამინდელი კლუბისათვის", - თქვა ვერატიმ.

შეგახსენებთ, რომ მარკოს გადაბირება ძალიან უნდა "ბარსელონას", პარიზელები კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის შენარჩუნებას ცდილობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული