ლიგა 1. XXXVI ტური: პსჟ-მ "ბასტია" არ დაინდო [VIDEO]

AutoSharing Option
6 მაისს საფრანგეთის ლიგა 1-ის 36-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"პარი სენ-ჟერმენმა" ბოლოადგილოსანი "ბასტია" 5:0 გაანადგურა. ედინსონ კავანის ანგარიშზე დუბლია. თითო გოლი გაიტანეს ლუკას მოურამ, მარკო ვერატიმ და მარკინიოსმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მონაკომ" ერთპიროვნული ლიდერობა უმალ დაიბრუნა, სტუმრად "ნანსის" 3:0 დაამარცხა. ანგარიში მასპინძელთა ავტოგოლით გაიხსნა, შემდეგ თავი ბერნარდო სილვამ გაიტანა, მეორე ტაიმში თავი თომა ლემარმა გამოიჩინა.

შაბათი. 6 მაისი
პსჟ-ბასტია 5:0
გოლები: 1:0 ლუკას მოურა (32), 2:0 ვერატი (35), 3:0 კავანი (76), 4:0 მარკინიოსი (82), 5:0 კავანი (89)
გამოუყენებელი პენალტი: კავანი (79.
პსჟ)

ნანსი-მონაკო 0:3
გოლები: 0:1 ბადილა (3 ს. კ.), 0:2 ბერნარდო სილვა (40), 0:3 ლემარი (86)

ლორიანი-ანჟერი 1:1
გოლები: 1:0 ფილიპოტუ (63), 1:1 მონსუ (72)

ლილი-მეცი 0:2
გოლები: 0:1 მანჯეკი (37), 0:2 კოადი (55)

ტულუზი-კაენი 0:1
გოლი: 0:1 სანტინი (58)

გენგამი-დიჟონი 4:0
გოლები: 1:0 ბრიანი (4), 2:0 სალიბური (55), 3:0 სალიბური (59-პენ), 4:0 ბრიანი (64)

პარასკევი. 5 მაისი
სტ. ეტიენი-ბორდო 2:2

კვირა. 7 მაისი
რენი-მონპელიე 17:00
ლიონი-ნანტი 19:00
მარსელი-ნიცა 23:00

1. მონაკო - 86 ქულა; 2. პსჟ - 83; 3. ნიცა - 77; 4. ლიონი - 60; 5. ბორდო - 57.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული