ლიგა 1. XXXV ტური: კილიან მბაპეს საუკუნის რეკორდი

AutoSharing Option
29 აპრილს საფრანგეთის ლიგა 1-ის 35-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"მონაკომ" თამაში შემოატრიალა "ტულუზთან" და გლიკის, მბაპესა და ლემარის გოლებით 3:1 მოიგო. "მონაკო" სამი ქულით უსწრებს პსჟ-ს, რომელიც დღეს მესამეადგილოსან "ნიცას" სტუმრობს.

კილიან მბაპე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ტოპლიგებში 15 გოლი გაიტანა სეზონში ამ საუკუნეში (18 წლისა და 172 დღის).

შაბათი. 29 აპრილი
მონაკო-ტულუზი 3:1
გოლები: 0:1 ტოივონენი (46), 1:1 გლიკი (49), 2:1 მბაპე (64), 3:1 ლემარი (75)

მონპელიე-ლილი 0:3
გოლები: 0:1 დე პრევილი (13-პენ), 0:2 შეკა (56), 0:3 ტერიე (75)

ბასტია-რენი 1:0
გოლი: 1:0 კრიველი (68)

ნანტი-ლორიანი 1:0
გოლი: 1:0 სალა (89)

გენგამი-სტ. ეტიენი 0:2
გოლები: 0:1 პაჟო (61), 0:2 ამუმა (86-პენ)

მეცი-ნანსი 2:1
გოლები: 1:0 სარი (28), 1:1 მაუსა (41), 2:1 ნგუე (53)

პარასკევი. 28 აპრილი
ანჟერი-ლიონი 1:2

კვირა. 30 აპრილი
კაენი-მარსელი 17:00
დიჟონი-ბორდო 19:00
ნიცა-პსჟ 23:00

1. მონაკო - 83 ქულა; 2. პსჟ - 80; 3. ნიცა - 74; 4. ლიონი - 57; 5. ბორდო - 55.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს არის თვითნაბადი მარგალიტი რა ბედნიერია ის კლუბი და ის ქვეყანა სადაც აღმოჩნდა ეს მარგალიტი. ერთი ასეთი მარგალიტი არ შეიძლება ჩვენთანაც გაჩნდეს? არ თქვათ ახლა რომ საფრანგეთი ჩვენზე განვითარებული და მიტომაცო. არც ურუგვაია არის ძალიან განვითარებული საფრანგეთივით მაგრამ კი იბადებიან კავანები და სუარესები. --ნიჭი ძამიკო ნიჭი ესაა მთავარი. სამწუხაროდ ჩვენ ნიჭიც დავკარგეთ და დავჩლუნგდით.მუდამ ჩვენ სიმცირეს მივტიროდით და მუდამ ასე ვიმართლებდით თავს, როგორც ამას კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა.
kika
15:13 30-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული