ფრანგული მედიის ინფორმაციით, არსენ ვენგერი პსჟ-ს ჩაიბარებს

AutoSharing Option
ფრანგული Canal+-ის ჟურნალისტმა ოლივიე ტალარონმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ პსჟ-მა მოლაპარაკება წამოიწყო "არსენალის" თავკაც არსენ ვენგერთან.

მართალია, უნაი ემერიმ პირველი ტიტული უკვე მოიგო პსჟ-ში (ლიგის თასი), მას "ბარსელონასთან" 1:6 მარცხს მაინც არ პატიობენ, ხოლო 67 წლის ვენგერს სოლიდურ სატრანსფერო ბიუჯეტს სთავაზობენო.

"არსენალის" ფანების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისინი ვენგერის წასვლის მომხრენი (78%) არიან, თავად ფრანგი სპეციალისტი კი აცხადებს, რომ დარჩენა სურს: "მე არ გავალ პენსიაზე, ეს ახალგაზრდა სპეციალისტებს შეუძლიათ, ასაკოვანი ხალხისთვის კი პენსიაზე გასვლა სიკვდილის ტოლფასია", - უთხრა ვენგერმა "ტელეგრაფს".

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული