მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. G ჯგუფი. V ტური: ესპანეთმა და იტალიამ მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
24 მარტს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, ევროპული ზონის G ჯგუფში მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. მორიგი 3-3 ქულა მოიპოვეს ჯგუფის ლიდერებმა, ესპანეთისა და იტალიის ნაკრებებმა.

ესპანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ისრაელის ეროვნული გუნდი მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მე-13 წუთზე ანგარიში დავიდ სილვამ გახსნა, ტაიმის მიწურულს ვიტოლომ (45) გაზარდა უპირატესობა, შესვენების შემდეგ კი დიეგო კოშტამაც (51) შეაგდო. 76-ე წუთზე სტუმრებმა ლიორ რაფაელოვის გოლით სხვაობა შეამცირეს, საბოლოო ანგარიში კი ისკომ (88) დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პალერმოში გამართულ იტალია-ალბანეთის შეხვედრაში დაძაბულობის მთავარი
მიზეზი სტუმარი ქომაგი გახდა. ალბანელმა გულშემატკივრებმა მეორე ტაიმში პიროტექნიკა გამოიყენეს და მოედანზე მაშხალების სროლა დაიწყეს, რასაც თამაშის ათიოდე წუთით შეწყვეტა მოჰყვა.

სხვა მხრივ კი, იტალიის ნაკრებს ალბანელთა ძლევა არ გასჭირვებია - 2:0. მე-12 წუთზე დანიელე დე როსიმ პენალტი გამოიყენა, შესვენების შემდეგ კი უკვე ჩირო იმობილემ (80) გაიტანა.

საგულისხმოა, რომ პალერმოში გამართული შეხვედრა საიუბილეო, კარიერაში მეათასე იყო იტალიის ნაკრების 39 მეკარე ჯანლუიჯი ბუფონისთვის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა მაკედონიაში ჩატარდა, სადაც მასპინძლებმა ლიხტენშტაინს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და პირველი სამი ქულა მოიპოვეს.

V ტურის შემდეგ G ჯგუფის სათავეში 13-13 ქულით ესპანეთი და იტალია არიან. 9 ქულა აქვს ისრაელს, 6 - ალბანეთს. 3 ქულაა მაკედონიის აქტივში, ლიხტენშტაინი კი უქულოა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული