"იუვენტუსი" მარკო ვერატის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსის" მესვეურებს მყარად აქვთ გადაწყვეტილი, რომ ზაფხულში მარკო ვერატი გადაიბირონ.

24 წლის ნახევარმცველის საბაზრო ღირებულება 80 მილიონი ევროა და თუ ავტორიტეტულ გამოცემას ვენდობით, ტურინელები მზად არიან, რომ ეს თანხა გადაიხადონ.

"იუვეს" გარდა, ვერატის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, მათ შორის: "ინტერი", "ჩელსი" და "ბაიერნი". ამ თემაზე კომენტარი ტურინული გრანდის ტექნიკურმა დირექტორმა პაველ ნედვედმა გააკეთა:

"მომდევნო სეზონისთვის ჩვენ გვჭირდება ტოპ-ნახევარმცველი და მარკო ვერატი იდეალური კანდიდატია. დასამალი არაა, რომ დიდი ხანია გვსურს ვერატის გადაბირება, მაგრამ
აქამდე ეს ტრანსფერი ვერ განხორციელდებოდა. პარიზელებს მარკოს გასხვისება არ სურდათ და ზოგადად, მათთან რთული ურთიერთობა გვქონდა. კინგსლი კომანის სკანდალური ტრანსფერის შემდეგ, რომელიც ჩვენთან სწორედ პსჟ-დან გადმოვიდა, ჩვენ შორის ვითარება დაიძაბა.

მახსოვს, რომ მატუიდის გადმოყვანა გვინდოდა და პარიზელებმა ჩვენთან ურთიერთობა არ ისურვეს. დღეს განსხვავებული ვითარებაა - პრობლემები მოგვარდა და იმედია, რომ მოლაპარაკების პროცესს ხელს ვერაფერი შეუშლის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული