"ნაპოლი" ზამთარში ლეონარდო პავოლეტის დაიმატებს

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" მესვეურებმა "ჯენოასთან" შეთანხმებას მიაღწიეს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ლეონარდო პავოლეტის გადაიბირებენ.

მას შემდეგ, რაც არკადიუშ მილიკმა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, ნეაპოლელები ცენტრფორვარდის გარეშე დარჩნენ, ამ ვაკუუმის შევსებას კი სწორედ პავოლეტით შეეცდებიან.

თებერვლიდან, სავარაუდოდ, მილიკიც დაუბრუნდება მოედანს, მაგრამ უმძიმესი ტრავმის შემდეგ, ალბათ, რეაბილიტაციასაც გარკვეული დრო დასჭირდება.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ნაპოლი" ლეონარდო პავოლეტის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს გადაიხდის. ფორვარდს "ჯენოას" შემადგენლობაში 44 მატჩი აქვს ჩატარებული და 23 გოლი გატანილი.
გოლები იქამდეც ბლომად გაჰქონდა, მათ შორის,
"ვარეზეში", "ლანჩანოსა" და "სასუოლოში". "ნაპოლიში" გადასვლაზე თავად ფეხბურთელიც თანახმაა და ნეაპოლელებთან პირობებიც შეთანხმებული აქვს.

მოკლედ, ტრანსფერი პრაქტიკულად გაჩარხულია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ნაპოლი" პავოლეტით გაძლიერდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული