ინტერი: 150 მილიონი ტრანსფერებისთვის

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერის" მესვეურები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას ჩააგდებენ, ზაფხულში კი დიდი დანახარჯებისთვის ემზადებიან. მილანური გრანდის მფლობელი კომპანია "სუნინგი" ტრანსფერებისთვის 150 მილიონ ევროს გამოჰყოფს.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, მილანელები აქედანვე ადგენენ იმ ფეხბურთელთა სიას, რომელთა გადაბირებასაც ზაფხულში შეეცდებიან. პრიორიოტეტული სამიზნეები არიან: მარკო ვერატი პსჟ-დან, ხამეს როდრიგესი "რეალიდან" და ფედერიკო ბერნარდესკი "ფიორენტინადან". ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა "ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ და შემდეგი განაცხადა:

"ვერ გეტყვით, რა იქნება ზაფხულში, მაგრამ ზამთარში რომ აქტიურობას არ ვაპირებთ, ეს ფაქტია.
გუნდში გვყავს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები, რომლებსაც გაცილებით უკეთ შეუძლიათ თამაში და ჩვენი უპირველესი მიზანიც ესაა. ამ შემადგენლობას დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია და ამას ყველა ერთად დავინახავთ".

ამბობენ, რომ "ინტერს" დიეგო კოშტას ყიდვაც სურს "ჩელსისგან" და საამისოდ 50 მილიონ ევროზე მეტის გადახდას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული