ფრანკ დე ბურის "ინტერში" რთული დროება უდგას

AutoSharing Option
ფრანკ დე ბურის თავკაცობით, "ინტერმა" 12 მატჩი გამართა და აქედან 6-ში დამარცხდა. "ნერაძურიმ" სერია A-ს ბოლო 3 ტურში წააგო და, რა გასაკვირია, რომ მედიაში აქტიურად განიხილება ჰოლანდიელი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების საკითხი.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, დე ბურის გათავისუფლებას მხარს კლუბის სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო და, რაც მთავარია, კლუბის მფლობელი კომპანია "სუნინგი" უჭერს, "ინტერის" პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი კი ცვლილებების მომხრე არაა. მოკლედ, ხმები გაყოფილია, მაგრამ უმრავლესობა სწორედ დე ბურის წასვლას ემხრობა.

"ინტერმა" მორიგი მატჩი ოთხშაბათს უნდა გამართოს და თუ "ტორინოსთანაც" მოეცარა
ხელი, დე ბურს ალბათ ვეღარც ტოჰირის მხარდაჭერა გადაარჩენს. თავად მწვრთნელმა ამ თემაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ძალიან რთული მომენტია გუნდისთვის და განსაკუთრებით, ჩემთვის. ბევრს ვშრომობთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. "ატალანტასთან" ცუდად ვითამაშეთ და დამსახურებულად დავმარცხდით. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის შრომა და ბრძოლა იმისთვის, რომ ვითარება გამოსწორდეს, თუმცა ვიქნები თუ არა "ინტერის" მწვრთნელი რამდენიმე დღეში, ეს ჯერ არ ვიცი. ვგრძნობ კლუბის მესვეურთა მხარდაჭერას და ეს მაიმედებს, მაგრამ უმჯობესია, რომ დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული