"სასუოლოს" "პესკარასთან" წაგება ჩაუთვალეს

AutoSharing Option
"სასუოლომ" სერია A-ს სტარტზე ორი მატჩი მოიგო და ქულათა მაქსიმუმით ლიდერთა შორის აღმოჩნდა, მაგრამ "ნეროვერდის" სიხარული ნაადრევი გამოდგა - ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს "პესკარასთან" მეორე ტურში მოპოვებული საშინაო გამარჯვება (2:1) გაუუქმეს და 0:3 ჩაუთვალეს.

საქმე ისაა, რომ ხსენებულ მატჩში დი ფრანჩესკომ ათამაშა ფეხბურთელი (ანტონიო რაგუზა), რომელსაც კლუბმა 26 აგვისტოს გაუფორმა კონტრაქტი, ანუ მას მერე, რაც 25-კაციანი საჩემპიონატო განაცხადი უკვე დარეგისტრირებული ჰქონდა.

გიორგი ნინიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული