სერია A. I ტური: გონსალო იგუაინმა "იუვენტუსს" პირველი გამარჯვება მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
20 აგვისტოს 2 შეხვედრით დაიწყო სერია A-ს 115-ე გათამაშება.

"რომამ" "უდინეზეს" უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა, თუმცა სტუმრები მასპინძლებს საათზე მეტ ხანს უძლებდნენ, შემდეგ კი დიეგო პეროტიმ ათ წუთში ორი პენალტი გამოიყენა.

შემდეგ ანგარიში გამანადგურებელი ედინ ჯეკომ და მოჰამედ სალაჰმა გახადეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუჩანო სპალეტი (რომა): "თავიდან "უდინეზე" ძლიერად თამაშობდა, ჩვენ კიდევ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. მეორე ტაიმი ჩვენთვის გაცილებით უკეთესი იყო".

ტურინში "იუვენტუსმა" "ფიორენტინა" 2:1 დაამარცხა. 37-ე წუთზე კიელინის ჩაწოდებულს თავით სამი ხედირა გამოეხმაურა და მასპინძლები დააწინაურა.

მაგრამ ამას ნიკოლა კალინიჩის
თავური მოჰყვა მეორე ტაიმში. "იუვენტუსს" გამარჯვება ახალწვეულმა გონსალო იგუაინმა მოუტანა, რომელმაც მოედანზე გამოსვლიდან 9 წუთში გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გონსალო იგუაინი (იუვენტუსი): "ძალიან კარგი დებიუტი გამომივიდა და მიხარია. ასევე უნდა გავაგრძელო. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ და დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ძალიან ბევრი ტიტულის მოგება მინდა ამ გუნდში, ეს მხოლოდ დასაწყისია. იმედია, "იუვეს" ფანების სიყვარულს დავიმსახურებ".

შაბათი. 20 აგვისტო
რომა-უდინეზე 4:0
გოლები: 1:0პეროტი (65-პენ), 2:0 პეროტი (75), 3:0 ჯეკო (82), 4:0 სალაჰი (84)

იუვენტუსი-ფიორენტინა 2:1
გოლები: 1:0 ხედირა (37), 1:1 კალინიჩი (70), 2:1 იგუაინი (75)

კვირა. 21 აგვისტო
მილანი-ტორინო 20:00
ატალანტა-ლაციო 22:45
ბოლონია-კროტონე 22:45
კიევო-ინტერი 22:45
ემპოლი-სამპდორია 22:45
ჯენოა-კალიარი 22:45
პალერმო-სასუოლო 22:45
პესკარა-ნაპოლი 22:45

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული