Calciomercato: "რომა" და ეშლი კოული კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ

AutoSharing Option
იტალიური "რომა" და ინგლისელი მცველი ეშლი კოული კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ Calciomercato ავრცელებს.

ზაფხულს კოული "რომაში" დარჩა, მაგრამ მოედანზე ერთხელაც არ გამოჩენილა. რომაელთა ახალი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ასევე არ აპირებს ინგლისელის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებას.

კოული "რომას" ღირსებას 2014 წლიდან იცავდა, ახლა კი კარიერას ამერიკულ "ლოს-ანჯელეს გალაქსიში" გააგრძელებს, სადაც მისი მეგობარი სტივენ ჯერარდი თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული