"რომამ" სტეფან ელ-შაარავი დაიმატა

AutoSharing Option
იტალიელი ფორვარდი სტეფან ელ-შაარავი კარიერას იტალიურ "რომაში" გააგრძელებს.

"რომამ" ფეხბურთელი "მილანიდან" 6-თვიანი იჯარის წესით გადაიბირა.

იმ შემთხვევაში, თუ ფორვარდი თამაშების გარკვეულ რაოდენობას ჩაატარებს, კლუბი ვალდებული გახდება გამოისყიდოს ის.

აქვე შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი ნაევარი ელ-შაარავიმ იჯარის წესით ფრანგულ "მონაკოში" გაატარა, მაგრამ "მონაკომ" ფეხბურთელის სამომავლოდ დატოვება აღარ ისურვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული