პრეზიდენტების ომი: სილვიო ბერლუსკონის პასუხი ანდრეა ანიელის

AutoSharing Option
"მილანის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კიდევ ერთხელ გაესაუბრა ჟურნალისტებს და განაცხადა, რომ ინვესტორის გამოჩენასთან ერთად, კლუბში ახალი ერა იწყება, რომელიც გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებს.

ბერლუსკონი "იუვენტუსის" პრეზიდენტ ანდრეა ანიელისაც შეეპასუხა, რომელიც ლომბარდიულ გრანდში ტაილანდური ინვესტიციით დაინტერესდა და მის წარმომავლობაზე ეჭვით ისაუბრა - მოკლედ, "მილანსა" და "იუვეს" შორის ურთიერთობა მწვავდება, ბერლუსკონიმ კი ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"ბი ტაეჩაუბოლი ძალიან კარგი პიროვნებაა, სუფთა წარსულით; ფეხბურთში შესანიშნავად ერკვევა და ჩვენ ერთად დიდი მიზნები გვაქვს. 25 წელიწადზე მეტია, რაც კლუბს ვმართავ და ამ პერიოდში, ჩემპიონთა ლიგა
5-ჯერ მოვიგეთ. ეს მაშინ, როდესაც "იუვენტუსი" 5-ჯერ გავიდა ფინალში და აქედან 4-ჯერ დამარცხდა.

ანდრეა ანიელის სიტყვები ძალიან არ მომეწონა და ვფიქრობ, რომ ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს. შესაძლოა, ტურინელებს სკუდეტოს დაკარგვის ეშინიათ, მაგრამ ვფიქრობ, ჯანსაღი კონკურენცია ყველასთვის კარგია, მათ შორის, "იუვენტუსისთვის". უნდა თუ არა ეს ანიელის, "მილანი" აუცილებლად დაბრუნდება და თავის სიტყვას იტყვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა დაბრუნდეს, თან ძალიან მალე. დროა იტალიამ თავისი კუთვნილი ადგილი დაიკარგოს. 1გუნდიანი გერმანია და 2გუნდიანი ესპანეთი თავიანთ ადგილებს უნდა დაუბრუნდნენ. ფორცა იუვე! ფორცა მილან! ფორცა იტალია!
პ.ს. მერდა ინ**რ!!!
juve_alex
13:45 10-06-2015
0

სიახლეები პოპულარული