"პალერმოს" პრეზიდენტმა ფრანკო ვასკესს ფასი დაადო

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში, "პალერმოს" გამთამაშებელი ფრანკო ვასკესი შესანიშნავად ასპარეზობს და იტალიური გრანდების ყურადღებაც მიიპყრო.

25 წლის არგენტინელი გოლებსაც უხვად იტანს და საგოლე გადაცემებსაც აკეთებს და მის მიმართ ინტერესი სრულიად ბუნებრივია. როგორც კლუბის პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი აცხადებს, ვასკესის საბაზრო ღირებულება 25 მილიონი ევროა:

"ვიცი, რომ ვასკესით "იუვენტუსი" და "ნაპოლი" არიან დაინტერესებულნი, თუმცა ჯერჯერობით, წინადადებით არავის მოუმართავს.

ზაფხულში ფრანკოზე დიდი მოთხოვნა იქნება და აქედანვე იცოდეთ, რომ მისი საბაზრო ღირებულება 25 მილიონი ევროა. უფრო ნაკლებად ნამდვილად არ გვიღირს წამყვანი ფეხბურთელის გასხვისება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული