დუგლას კოშტა: "იუვენტუსის" ისტორიაში შესასვლელად მზად ვარ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" ბრაზილიელი დუგლას კოშტას ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. "ბებერი ქალბატონის" ოფიციალური საიტი ამტკიცებს, რომ კოშტა "ბაიერნიდან" იჯარის წესით გადავიდა იტალიაში.

ის ამ სეზონს სერია A-ში გაატარებს, რაშიც "იუვე" "ბაიერნს" 6 მილიონ ევროს გადაუხდის. ეს თანხა მილიონით გაიზრდება, თუკი კოშტა გარკვეული რაოდენობის მატჩს გამართავს "იუვენტუსში".

სეზონის ბოლოს იტალიელებს ბრაზილიელი ნახევარმცველის გამოსყიდვის უფლება ექნებათ, ოღონდ მის სანაცვლოდ უკვე 40 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ. შეგახსენებთ, რომ დუგლას კოშტა გერმანულ გრანდში 2015 წელს უკრაინული "შახტარიდან" გადავიდა. გასულ ბუნდესლიგაში მან 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 26
წლის ფეხბურთელი "ბებერ ქალბატონში" პრესტიჟული, 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"მადლობა დუგლასს "ბაიერნში" გაწეული შრომისთვის. ჩვენ "იუვენტუსთან" ნაყოფიერი მოლაპარაკება გამოგვივიდა. დუგლასს და მის ოჯახს იტალიაში საუკეთესო მომავალს ვუსურვებთ", - განაცხადა "ბაიერნის" თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"იუვეს" მაისურით ყველაფრის მოგება მსურს. ვიცი, რომ "იუვენტუსს" ბრწყინვალე ისტორია აქვს და ახლა ჩემი მიზანია, ამ ისტორიაში შევიდე. ამისთვის კი ძალიან ბევრს ვიშრომებ", - თქვა კოშტამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული